https://sputnik-georgia.com/20210909/ra-vitarebaa-yvarelsi-saqartvelos-bankis-teritoriaze-adgilze-javsanteqnika-gamocnda-259475165.html
რა ვითარებაა ყვარელში „საქართველოს ბანკის“ ტერიტორიაზე – ადგილზე ჯავშანტექნიკა გამოჩნდა
რა ვითარებაა ყვარელში „საქართველოს ბანკის“ ტერიტორიაზე – ადგილზე ჯავშანტექნიკა გამოჩნდა
Sputnik საქართველო
ამ დროისათვის ბანკის მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტებითაა შემოსაზღვრული, ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული. 09.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-09T19:05+0400
2021-09-09T19:05+0400
2021-09-09T20:42+0400
შემთხვევები
ახალი ამბები
ყვარლის ინციდენტი: მძევლები „საქართველოს ბანკის“ ფილიალში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/09/259472383_387:208:1400:778_1920x0_80_0_0_a5fc8c41fa03efe31e3331b331ae4ce9.jpg
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. ყვარელში ამჟამად „საქართველოს ბანკის“ ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ერთეული პოლიციის ჯავშანმანქანაა მობილიზებული, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან. რამდენიმე წუთის წინ პოლიციასა და „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მყოფ მძარცველს შორის კომუნიკაცია შედგა. მძარცველი ითხოვდა, რომ ბანკთან მობილიზებულ დანაყოფებს ტერიტორია დაეტოვებინათ. თუმცა, მიუხედავად მძარცველის მოთხოვნისა, ადგილზე კვლავ რჩებიან საპოლიციო ძალები. ცოტა ხნის წინ შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ქეთი კოვზიაშვილმა განაცხადა, რომ ყველა მძევალი თავისუფალია და მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველი 500 ათას ლარს ითხოვდა. ამ დროისათვის სამართალდამცველები მამაკაცთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ადრე გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით დღის 4 საათისთვის ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში ხელყუმბარით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა. ადგილზე კვლავ მობილიზებულია პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმები.
https://sputnik-georgia.com/20210909/dzarcva-saqartvelos-bankis-yvarlis-filialshi-259473301.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/09/259472383_497:248:1203:778_1920x0_80_0_0_92322736e93d93ccdb4e0ff47819a4c7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები, ახალი ამბები, ყვარლის ინციდენტი: მძევლები „საქართველოს ბანკის“ ფილიალში
შემთხვევები, ახალი ამბები, ყვარლის ინციდენტი: მძევლები „საქართველოს ბანკის“ ფილიალში
რა ვითარებაა ყვარელში „საქართველოს ბანკის“ ტერიტორიაზე – ადგილზე ჯავშანტექნიკა გამოჩნდა
19:05 09.09.2021 (განახლებულია: 20:42 09.09.2021) ამ დროისათვის ბანკის მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტებითაა შემოსაზღვრული, ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული.
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. ყვარელში ამჟამად „საქართველოს ბანკის“ ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ერთეული პოლიციის ჯავშანმანქანაა მობილიზებული, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.
რამდენიმე წუთის წინ პოლიციასა და „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მყოფ მძარცველს შორის კომუნიკაცია შედგა. მძარცველი ითხოვდა, რომ ბანკთან მობილიზებულ დანაყოფებს ტერიტორია დაეტოვებინათ.
თუმცა, მიუხედავად მძარცველის მოთხოვნისა, ადგილზე კვლავ რჩებიან საპოლიციო ძალები.
ცოტა ხნის წინ შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ქეთი კოვზიაშვილმა განაცხადა, რომ ყველა მძევალი თავისუფალია და მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველი 500 ათას ლარს ითხოვდა. ამ დროისათვის სამართალდამცველები მამაკაცთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ადრე გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით დღის 4 საათისთვის ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში ხელყუმბარით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა.
ადგილზე კვლავ მობილიზებულია პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმები.