https://sputnik-georgia.com/20210912/saxelmwifos-xelsewyobit-gasenebul-barsi-fstis-pirvel-mosavals-elodebian-259532595.html
სახელმწიფოს ხელშეწყობით გაშენებულ ბაღში ფსტის პირველ მოსავალს ელოდებიან
სახელმწიფოს ხელშეწყობით გაშენებულ ბაღში ფსტის პირველ მოსავალს ელოდებიან
Sputnik საქართველო
სახელმწიფო ხელშეწყობით გაშენებული ბაღი სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, გივი... 12.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-12T16:40+0400
2021-09-12T16:40+0400
2021-09-12T16:40+0400
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/16/249519623_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_a68134eb568aecb9a14385e2b77e6c20.jpg
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ტარიბანას ველზე ფსტის ბაღში პირველ მოსავალს ელოდებიან, ნათქვამია სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.სააგენტოს ცნობით, შპს „ტარიბანა 2016“-მა ფსტა 2016 წელს სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით გააშენა. 47 ჰექტარზე ფსტის გაშენებისათვის კომპანიამ 700 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 360 ათასი ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია.„კომპანია „ტარიბანა 2016“ ფსტის სრულ მსხმოიარობაში შესვლისთვის, გაშენებიდან მეშვიდე წელს, ჰექტარზე 5 ტონა მოსავალს ელოდება. ბაღში მუდმივად ხუთი, სეზონურად კი 15 ადგილობრივია დასაქმებული. კომპანია აგრეთვე ფლობს ფსტის სანერგე მეურნეობას“, - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.საქართველოს მასშტაბით, პროგრამით „დანერგე მომავალი“ 300 ჰექტრამდე ფართობის ფსტის ბაღი გაშენდა, ინვესტიციის ოდენობა 3,7 მლნ ლარია, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 1,3 მლნ ლარზე მეტია, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტი 2,9 მლნ ლარს აღემატება.
https://sputnik-georgia.com/20160823/233055376.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/16/249519623_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_6008d308c65b6f321d3fa1f33aad17f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს რეგიონები
სახელმწიფოს ხელშეწყობით გაშენებულ ბაღში ფსტის პირველ მოსავალს ელოდებიან
სახელმწიფო ხელშეწყობით გაშენებული ბაღი სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, გივი მეტრეველმა მოინახულეს.
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ტარიბანას ველზე ფსტის ბაღში პირველ მოსავალს ელოდებიან, ნათქვამია სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.
სააგენტოს ცნობით, შპს „ტარიბანა 2016“-მა ფსტა 2016 წელს სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით გააშენა. 47 ჰექტარზე ფსტის გაშენებისათვის კომპანიამ 700 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 360 ათასი ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია.
„კომპანია „ტარიბანა 2016“ ფსტის სრულ მსხმოიარობაში შესვლისთვის, გაშენებიდან მეშვიდე წელს, ჰექტარზე 5 ტონა მოსავალს ელოდება. ბაღში მუდმივად ხუთი, სეზონურად კი 15 ადგილობრივია დასაქმებული. კომპანია აგრეთვე ფლობს ფსტის სანერგე მეურნეობას“, - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.
საქართველოს მასშტაბით, პროგრამით „დანერგე მომავალი“ 300 ჰექტრამდე ფართობის ფსტის ბაღი გაშენდა, ინვესტიციის ოდენობა 3,7 მლნ ლარია, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 1,3 მლნ ლარზე მეტია, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტი 2,9 მლნ ლარს აღემატება.