ირანელები აღმოსავლეთ საქართველოში ფსტისა და თხილის ბაღებს აშენებენ

© Минсельхоз Грузииფსტას პლანტაცია საგარეჯოში
ფსტას პლანტაცია საგარეჯოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირანულმა კომპანიებმა თხილისა და ფსტის ბაღები გააშენეს და თხილის გადასამუშავებელი ქარხნის აშენებას გეგმავენ.

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში ირანელმა ბიზნესმენებმა ფსტის (ლათ. Pistacia) ბაღების გაშენება დაიწყეს.

კომპანიები TR Georgia Project 2 და Aric Group საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ — მათ გააშენეს ვენახი, ხილისა და თხილის ბაღები. მომავალში კი განსაკუთრებულ ყურადღებას ფსტის ბაღების გაშენებას დაუთმობენ. რადგან ეს საქართველოსთვის ახალი კულტურაა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერა ამ დარგის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

„ძალიან საინტერესო წამოწყებაა საქართველოში ისეთი კულტურების გაშენება, რომელიც ახალია და არ არის ადაპტირებული ჩვენი ქვეყნის გარემო პირობებთან, მაგრამ ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია როგორც შიდა ბაზარზე, ისე საექსპორტო კუთხით. უნდა აღინიშნოს, რომ ფსტა — კაკლოვანი კულტურა ნელ-ნელა სულ უფრო პოპულარული ხდება. ჩვენი სურვილია, რომ მისი ადაპტაცია საქართველოში პროფესიონალურ დონეზე მოხდეს, რათა მიღებული შედეგიც უფრო ეფექტიანი იყოს“, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლევან დავითაშვილმა.

თხილის საწარმო - Sputnik საქართველო
სახელმწიფოს ხელშეწყობით სამეგრელოს რეგიონში კიდევ ერთი თხილის საწარმო ამოქმედდა
 

ახლო მომავალში კომპანიები TR Georgia Project 2 და Aric Group მეურნეობის ტერიტორიაზე თხილის და ფსტის გადამამუშავებელი ქარხნების აშენებას გეგმავენ. წარმოებული პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზეც გაიყიდება და ექსპორტზეც გავა. როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, 2020 წლისთვის სრულად დასრულდება მიწების კულტივირება. ამის შემდეგ კი დაიწყება ტურიზმის მიმართულებით განვითარება.

„დაგეგმილია 5-ვარსკვლავიანი ვილების აშენება ყველა საჭირო ატრიბუტიკით და გასართობი საშუალებებით. ეს იქნება ძალიან ლამაზი მწვანე სოფელი როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის“, — აღნიშნა კომპანია ARIC GROUP-ის დირექტორმა აფზალ რავარიმ.

ყველა ახალი ამბავი
0