https://sputnik-georgia.com/20210912/premieri-abastumnis-observatoriis-reabilitaciis-dasrulebistvis-10-mln-lari-gamoiyofa-259534344.html
პრემიერი: აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაციის დასრულებისთვის 10 მლნ ლარი გამოყოფა
პრემიერი: აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაციის დასრულებისთვის 10 მლნ ლარი გამოყოფა
Sputnik საქართველო
აბასთუმნის ობსერვატორიის მიმდებარე ტერიტორია მთლიანად კეთილმოწყობილია. ობსერვატორიას ყოველწლიურად 10 ათასამდე ტურისტი სტუმრობს. 12.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-12T18:01+0400
2021-09-12T18:01+0400
2023-08-17T19:45+0400
ახალი ამბები
საქართველოს მთავრობა
საქართველოს რეგიონები
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24193/73/241937369_39:0:1061:575_1920x0_80_0_0_91f2989ae0f312d084cd87a83c983fe9.jpg
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობა აბასთუმნის ევგენი ხარაძის სახელობის ასტროფიზიკური ობსერვატორიის რეაბილიტაციის დასრულებისთვის 10 მილიონამდე ლარს გამოყოფს, განაცხადა აქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ობსერვატორიაში სტუმრობისას. აბასთუმნის ობსერვატორია იყო პირველი ასტროფიზიკური ობსერვატორია საბჭოთა კავშირში, რომელიც მთაში მდებარეობდა. ის 1932 წელს აკადემიკოს ევგენი ხარაძის ინიციატივით დაარსდა.2019 წლის ოქტომბერში ევგენი ხარაძის სახელობის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს იურისდიქციის ქვეშ გადავიდა. მანამდე ობსერვატორია ილიას უნივერსიტეტს ეკუთვნოდა.პრემიერმა ობსერვატორია პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად მოინახულა. მათთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ პარლამენტის დეპუტატები - ანტონ ობოლაშვილი, გივი ჭიჭინაძე და სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი. მთავრობის მეთაურს ობსერვატორიაში დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მიაწოდეს. ამასთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც სამინისტრო მიიღებს შესაბამის პროექტს, ობსერვატორიის ცენტრალურ ტელესკოპსა და ციფრულ მუზეუმს ჩაუტარდება რეაბილიტაცია და მოხდება მისი აღჭურვა. გავრცელებული ინფორმაციით, აბასთუმნის თანამედროვე კურორტად ფორმირებისათვის, კურორტის ურბანული განახლების პირველი ეტაპის სამუშაოები უკვე დასრულდა. ასევე, 2020 წელს დასრულდა ევგენი ხარაძის სახელობის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის და 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის რეაბილიტაცია. შემუშავდა დაბა აბასთუმნის გენგეგმა და დასრულდა დაბის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ორივე ეტაპისა და წყალარინების სისტემის სამშენებლო სამუშაოები. აბასთუმნის ურბანული განახლების მეორე ეტაპის სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 47 მილიონი ლარია, ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს. კურორტ აბასთუმნის განახლების პროექტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. აბასთუმნის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე საერთო ჯამში 315 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. აქედან თითქმის 50 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოები დასრულებულია.ობსერვატორიის სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულებებია გალაქტიკების, ვარსკვლავების, მზის ფიზიკის, მზის სისტემის მდგრადობის და დედამიწის ატმოსფეროს ზედა ფენების შესწავლა.
https://sputnik-georgia.com/20200203/abasTumnis-observatoria-axal-funqciebs-SeiZens-247643471.html
https://sputnik-georgia.com/20191003/abasTumnis-observatoriam-iurisdiqcia-Seicvala-246661714.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24193/73/241937369_166:0:933:575_1920x0_80_0_0_3e6426123cc09dd89e8368ec8e039e5c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს მთავრობა , საქართველოს რეგიონები, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველოს მთავრობა , საქართველოს რეგიონები, კულტურა საქართველოში
პრემიერი: აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაციის დასრულებისთვის 10 მლნ ლარი გამოყოფა
18:01 12.09.2021 (განახლებულია: 19:45 17.08.2023) აბასთუმნის ობსერვატორიის მიმდებარე ტერიტორია მთლიანად კეთილმოწყობილია. ობსერვატორიას ყოველწლიურად 10 ათასამდე ტურისტი სტუმრობს.
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობა აბასთუმნის ევგენი ხარაძის სახელობის ასტროფიზიკური ობსერვატორიის რეაბილიტაციის დასრულებისთვის 10 მილიონამდე ლარს გამოყოფს, განაცხადა აქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ობსერვატორიაში სტუმრობისას.
აბასთუმნის ობსერვატორია იყო პირველი ასტროფიზიკური ობსერვატორია საბჭოთა კავშირში, რომელიც მთაში მდებარეობდა. ის 1932 წელს აკადემიკოს ევგენი ხარაძის ინიციატივით დაარსდა.
2019 წლის ოქტომბერში ევგენი ხარაძის სახელობის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს იურისდიქციის ქვეშ გადავიდა. მანამდე ობსერვატორია ილიას უნივერსიტეტს ეკუთვნოდა.
პრემიერმა ობსერვატორია პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად მოინახულა. მათთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ პარლამენტის დეპუტატები - ანტონ ობოლაშვილი, გივი ჭიჭინაძე და სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი.
მთავრობის მეთაურს ობსერვატორიაში დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მიაწოდეს.
როგორც ჩხენკელმა აღნიშნა, უახლოეს მომავალში ობსერვატორიაში საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭო შეიქმნება, რომელიც ობსერვატორიას განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს და საერთაშორისო ასპარეზზე დაუმკვიდრებს ადგილს.
ამასთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც სამინისტრო მიიღებს შესაბამის პროექტს, ობსერვატორიის ცენტრალურ ტელესკოპსა და ციფრულ მუზეუმს ჩაუტარდება რეაბილიტაცია და მოხდება მისი აღჭურვა.
გავრცელებული ინფორმაციით, აბასთუმნის თანამედროვე კურორტად ფორმირებისათვის, კურორტის ურბანული განახლების პირველი ეტაპის სამუშაოები უკვე დასრულდა. ასევე, 2020 წელს დასრულდა ევგენი ხარაძის სახელობის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის და 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის რეაბილიტაცია. შემუშავდა დაბა აბასთუმნის გენგეგმა და დასრულდა დაბის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ორივე ეტაპისა და წყალარინების სისტემის სამშენებლო სამუშაოები.
აბასთუმნის ურბანული განახლების მეორე ეტაპის სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 47 მილიონი ლარია, ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს.
კურორტ აბასთუმნის განახლების პროექტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. აბასთუმნის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე საერთო ჯამში 315 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. აქედან თითქმის 50 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოები დასრულებულია.
ობსერვატორიის სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულებებია გალაქტიკების, ვარსკვლავების, მზის ფიზიკის, მზის სისტემის მდგრადობის და დედამიწის ატმოსფეროს ზედა ფენების შესწავლა.