https://sputnik-georgia.com/20210912/mesame-zala-strategia-armasenebelma-tbilisis-ganvitarebis-programa-waradgina-259536281.html
„მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელმა“ თბილისის განვითარების პროგრამა წარადგინა
„მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელმა“ თბილისის განვითარების პროგრამა წარადგინა
Sputnik საქართველო
გიორგი ვაშაძის პარტიის თბილისის განვითარების პროგრამა ექვს ძირითად პრიორიტეტს მოიცავს 12.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-12T20:10+0400
2021-09-12T20:10+0400
2021-09-12T20:10+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/13/251506436_191:122:1188:683_1920x0_80_0_0_b949133b9461aafdf913265f2e991b78.jpg
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. ახალმა პოლიტიკურმა პლატფორმამ „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელმა“ თბილისის განვითარების საკუთარი ხედვა წარადგინა.„მესამე ძალა“ ადგილობრივ არჩევნებში იღებს მონაწილეობას და თბილისის მერობის კანდიდატად წამოაყენა თამარ კეკენაძე, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე - სერგო ჩიხლაძე.პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პოლიტიკური პლატფორმის გეგმა მაღალგანვითარებული ევროპული ქალაქის არსებობას გულისხმობს, სადაც შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, განვითარდება მცირე და საშუალო ბიზნესი და, რაც მთავარია, ორიენტირებული იქნება გაზრდილ ხელფასებზე.„მესამე ძალის“ მიერ წარმოდგენილი პროგრამა დედაქალაქის განვითარების ექვს ძირითად პრიორიტეტს მოიცავს:„მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს პირობებში ოპონენტები ნაკლებად საუბრობენ იმაზე, თუ რის გაკეთებას გეგმავენ ქვეყნისა და ქალაქისთვის.ვაშაძე მიიჩნევს, რომ „მესამე ძალის“ მიერ წარმოდგენილი პროგრამა ამბიციური და არასტანდარტულია. ის გეგმავს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას და პოლიტიკური რეალობის შეცვლას.„პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს პირობებში, ყველაზე ნაკლებად არის საუბარი თუ ვინ, რის გაკეთებას აპირებს. ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ, რომ ხელისუფლება უნდა შევცვალოთ, მაგრამ კონკრეტულად იმაზე საუბარი თუ ვინ რის გაკეთებას გეგმავს, ვის რა გეგმა აქვს, აქვს თუ არა კონკრეტული სამოქმედო ნაბიჯები, პროექტები, იმისათვის, რომ ის უამრავი პრობლემა, რომელიც ხალხს აწუხებს მოაგვაროს სამწუხაროდ ეს არ ჩანს. „მესამე ძალის“ და ჩვენი გუნდის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი სწორედ ამაშია, ჩვენ არა მხოლოდ ვაკრიტიკებთ, არამედ კონკრეტულად ვთავაზობთ გამოსავალს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.მერობის კანდიდატმა არჩევნებზე გამარჯვებისთვის ამომრჩეველთა ხმების სულ მცირე 50% უნდა მოიპოვოს, ხოლო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა – მინიმუმ 40%.არჩევნები 2 ოქტომბერსჩატარდება.
https://sputnik-georgia.com/20210831/morigi-gamokitxva-bin-gaimarjvebs-arcevnebze-259193370.html
https://sputnik-georgia.com/20210905/arcevnebi-2021-arasamtavrobo-organizaciebma-alternatiuli-saarcevno-komisia-seqmnes-259322396.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/13/251506436_314:110:1119:714_1920x0_80_0_0_e25982a1d768e70d8e8d8096e8ea8a0e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
„მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელმა“ თბილისის განვითარების პროგრამა წარადგინა
გიორგი ვაშაძის პარტიის თბილისის განვითარების პროგრამა ექვს ძირითად პრიორიტეტს მოიცავს
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. ახალმა პოლიტიკურმა პლატფორმამ „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელმა“ თბილისის განვითარების საკუთარი ხედვა წარადგინა.
„მესამე ძალა“ ადგილობრივ არჩევნებში იღებს მონაწილეობას და თბილისის მერობის კანდიდატად წამოაყენა თამარ კეკენაძე, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე - სერგო ჩიხლაძე.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პოლიტიკური პლატფორმის გეგმა მაღალგანვითარებული ევროპული ქალაქის არსებობას გულისხმობს, სადაც შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, განვითარდება მცირე და საშუალო ბიზნესი და, რაც მთავარია, ორიენტირებული იქნება გაზრდილ ხელფასებზე.
„მესამე ძალის“ მიერ წარმოდგენილი პროგრამა დედაქალაქის განვითარების ექვს ძირითად პრიორიტეტს მოიცავს:
თანაბრად განვითარებული ქალაქი - ყველა უბანი თბილისის სახე
თბილისი - ცოდნისა და ტექნოლოგიების ქალაქი
თბილისი - კომფორტული და უსაფრთხო ქალაქი
თბილისი - ევროპის ტურისტული და კულტურული ცენტრი
თბილისი - გლობალური საჰაერო სატრანზიტო ჰაბი
ქალაქის თანამონაწილეობითი მართვა
„მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს პირობებში ოპონენტები ნაკლებად საუბრობენ იმაზე, თუ რის გაკეთებას გეგმავენ ქვეყნისა და ქალაქისთვის.
ვაშაძე მიიჩნევს, რომ „მესამე ძალის“ მიერ წარმოდგენილი პროგრამა ამბიციური და არასტანდარტულია. ის გეგმავს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას და პოლიტიკური რეალობის შეცვლას.
„პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს პირობებში, ყველაზე ნაკლებად არის საუბარი თუ ვინ, რის გაკეთებას აპირებს. ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ, რომ ხელისუფლება უნდა შევცვალოთ, მაგრამ კონკრეტულად იმაზე საუბარი თუ ვინ რის გაკეთებას გეგმავს, ვის რა გეგმა აქვს, აქვს თუ არა კონკრეტული სამოქმედო ნაბიჯები, პროექტები, იმისათვის, რომ ის უამრავი პრობლემა, რომელიც ხალხს აწუხებს მოაგვაროს სამწუხაროდ ეს არ ჩანს. „მესამე ძალის“ და ჩვენი გუნდის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი სწორედ ამაშია, ჩვენ არა მხოლოდ ვაკრიტიკებთ, არამედ კონკრეტულად ვთავაზობთ გამოსავალს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მერობის კანდიდატმა არჩევნებზე გამარჯვებისთვის ამომრჩეველთა ხმების სულ მცირე 50% უნდა მოიპოვოს, ხოლო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა – მინიმუმ 40%.
არჩევნები 2 ოქტომბერსჩატარდება.