Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით

© press-service of the Ministry of Health & Social Affairs of Ajaraკორონავირუსის ეპიდემია
კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.838-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 580.869-ს მიაღწია.
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.838 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 675 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი კახეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
იმერეთი - 257, კახეთი - 206, აჭარა - 201, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 198, ქვემო ქართლი - 97, გურია - 77, შიდა ქართლი - 72, მცხეთა-მთიანეთი - 22, სამცხე-ჯავახეთი - 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5.289 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 541.610-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 39 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 8.185-ს მიაღწია.
ჩინური კომპანია Sinopharm-ის ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
„წითელმა ჯვარმა“ საქართველოს Sinopharm-ის 100 ათასი დოზა გადმოსცა
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 31.048 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.194 პაციენტი, მათ შორის თბილისში – 2.570, აჭარაში - 719, იმერეთში - 1.073.
1.429 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 363 პირი, მათგან თბილისში - 212, აჭარაში - 37, იმერეთში - 25.
კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.690 ადამიანი, მათ შორის 944 - თბილისში, 434 - აჭარაში.
23.164 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ვაქცინაციის პუნქტი რუსთავში - Sputnik საქართველო, 1920, 11.09.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა მოსახლეობის 31%-ზე მეტმა გაიკეთა
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 89 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 82, ხოლო აჭარაში - 7.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35.305 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18.754, აჭარაში - 3.297, იმერეთში - 3.171.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.838-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა580.869-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0