https://sputnik-georgia.com/20210912/kalaze-sazogadoebriv-transportsi-pirbadis-tareba-mkacrad-gakontroldeba-259535926.html
კალაძე: საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება მკაცრად გაკონტროლდება
კალაძე: საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება მკაცრად გაკონტროლდება
Sputnik საქართველო
საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა 14 აგვისტოს მას შემდეგ, რაც ინფიცირებულთა რაოდენობა დღეში 5 ათასამდე გაიზარდა. 12.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-12T19:40+0400
2021-09-12T19:40+0400
2023-08-17T18:14+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
თბილისი დღეს
ტრანსპორტი საქართველოში
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250832506_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_220f1ebaee1f084ebcf959ee5e0ac4f1.jpg
თბილისი, 12 სექტემბერი - Sputnik. მუნიციპალურ ტრანსპორტში, რომლის მოძრაობა ხვალიდან აღდგება, პირბადეების ტარება მკაცრად გაკონტროლდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. ხვალიდან, 13 სექტემბრიდან ერთთვიანი შეზღუდვის შემდეგ თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა განახლდება. როგორც თბილისის მერმა განაცხადა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე ადამიანები არავითარ შემთხვევაში არ დაიშვებიან.მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლებას გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძეც. მისი განცხადებით, ეპიდსიტუაციის პოზიტიური დინამიკის შესანარჩუნებლად აუცილებელია თითოეულმა მოქალაქემ ტრანსპორტით გადაადგილების წესები დაიცვას. „ვეცადოთ, რომ არ გადაიჭედოს ტრანსპორტი, ანუ დისტანცია მაქსიმალურად დავიცვათ, რამდენადაც ეს შესაძლებელია. მოგეხსენებათ, ტრანსპორტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკფაქტორია ეპიდსიტუაციის გაუარესების. ახლა ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების დაღმავალ ფერდზე ვართ და უნდა ვეცადოთ, რომ ეს წესები დავიცვათ", - აღნიშნა გამყრელიძემ. ქვეყანაში გართულებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს დიდ ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობაზე შეზღუდვა 14 აგვისტოს დაწესდა. თავდაპირველი გადაწყვეტილებით მუნიციპალურ ტრანსპორტთან დაკავშირებით შეზღუდვა 4 სექტემბრამდე უნდა ყოფილიყო ძალაში, თუმცა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულების გამო ვადა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა.
https://sputnik-georgia.com/20210908/gamyrelize-pirbadis-tarebis-wesis-darrvevistvis-dajarimebis-winaarmdegia-259439124.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250832506_73:0:1208:851_1920x0_80_0_0_d5bcc2e201e14a36d37ece66c8c56431.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, covid-19
კალაძე: საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება მკაცრად გაკონტროლდება
19:40 12.09.2021 (განახლებულია: 18:14 17.08.2023) საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა 14 აგვისტოს მას შემდეგ, რაც ინფიცირებულთა რაოდენობა დღეში 5 ათასამდე გაიზარდა.
თბილისი, 12 სექტემბერი - Sputnik. მუნიციპალურ ტრანსპორტში, რომლის მოძრაობა ხვალიდან აღდგება, პირბადეების ტარება მკაცრად გაკონტროლდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ხვალიდან, 13 სექტემბრიდან ერთთვიანი შეზღუდვის შემდეგ თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა განახლდება.
როგორც თბილისის მერმა განაცხადა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე ადამიანები არავითარ შემთხვევაში არ დაიშვებიან.
„თუ მგზავრს პირბადე არ აქვს, ავტობუსში არავითარ შემთხვევაში არ დაიშვება, ასევე იქნება მიკროავტობუსსა და მეტროში. მაქსიმალურად მივაწვდით ადამიანებს პირბადეებს", - განაცხადა კალაძემ.
მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლებას გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძეც. მისი განცხადებით, ეპიდსიტუაციის პოზიტიური დინამიკის შესანარჩუნებლად აუცილებელია თითოეულმა მოქალაქემ ტრანსპორტით გადაადგილების წესები დაიცვას.
„ვეცადოთ, რომ არ გადაიჭედოს ტრანსპორტი, ანუ დისტანცია მაქსიმალურად დავიცვათ, რამდენადაც ეს შესაძლებელია. მოგეხსენებათ, ტრანსპორტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკფაქტორია ეპიდსიტუაციის გაუარესების. ახლა ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების დაღმავალ ფერდზე ვართ და უნდა ვეცადოთ, რომ ეს წესები დავიცვათ", - აღნიშნა გამყრელიძემ.
ქვეყანაში გართულებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს დიდ ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობაზე შეზღუდვა 14 აგვისტოს დაწესდა. თავდაპირველი გადაწყვეტილებით მუნიციპალურ ტრანსპორტთან დაკავშირებით შეზღუდვა 4 სექტემბრამდე უნდა ყოფილიყო ძალაში, თუმცა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულების გამო ვადა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა.