Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

გამყრელიძე პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის დაჯარიმების წინააღმდეგია

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია და გამვლელები პირბადეებით
საპატრულო პოლიცია და გამვლელები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2021
გამოწერა
როგორც სპეციალისტები მიიჩნევენ, კორონავირუსის ეპიდემიის შესაკავებლად ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, რეგულაციების დაცვა და პირბადის ტარება.
თბილისი, 8 სექტემბერი - Sputnik. პირბადის არქონის გამო მოქალაქეებს ჯარიმის ნაცვლად სამედიცინო ნიღაბი უნდა გადაეცეთ, ასეთი ინიციატივით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გამოვიდა.
„მოვუწოდოთ, მივაწოდოთ პირბადე ტრანსპორტში და ვუთხრათ, იმგზავრე პირბადით. თუ დავიცავთ ამ წესებს, რა თქმა უნდა, ვირუსის გავრცელების რისკი ნაკლებია", - განაცხადა გამყრელიძემ.
ამჟამად პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა – 40 ლარით დაჯარიმებას.
გამვლელები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2021
ყველა ჯარიმა ჩამოწერილია: პარლამენტმა კოვიდ-დარღვევების ამნისტიის შესახებ კანონი მიიღო
აღსანიშნავია, რომ გუშინ საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც კოვიდ-შეზღუდვების წესების (მათ შორის პირბადის ტარების წესის) დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების ამნისტიას ითვალისწინებს. საუბარია იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესების დარღვევის გამო ჯამში 76 მლნ ლარის ოდენობის გადაუხდელ ჯარიმებზე.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 2-დან 5 ათასამდე მერყეობს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღე 50-80 ადამიანი იღუპება.
სპეციალისტების შეფასებით, მეოთხე ტალღა ყველაზე აგრესიულია და ეს კორონავირუსის „ინდური შტამის“ გავრცელებას უკავშირდება.
ყველა ახალი ამბავი
0