https://sputnik-georgia.com/20210907/yvela-jarima-camowerilia-parlamentma-kovid-darrvevebis-amnistiis-sesaxeb-kanoni-miiro-259406533.html
ყველა ჯარიმა ჩამოწერილია: პარლამენტმა კოვიდ-დარღვევების ამნისტიის შესახებ კანონი მიიღო
ყველა ჯარიმა ჩამოწერილია: პარლამენტმა კოვიდ-დარღვევების ამნისტიის შესახებ კანონი მიიღო
Sputnik საქართველო
საუბარია იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესების დარღვევის გამო ჯამში 76 მლნ ლარის ოდენობის გადაუხდელ ჯარიმებზე. 07.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-07T23:04+0400
2021-09-07T23:04+0400
2021-09-07T23:04+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1a/251571492_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_685b5d03da7141bca7aeb21bb1ed6dd5.jpg
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც კოვიდ-შეზღუდვების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების ამნისტიას ითვალისწინებს.საუბარია იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესების დარღვევის გამო ჯამში 76 მლნ ლარის ოდენობის გადაუხდელ ჯარიმებზე.ამნისტიის ფარგლებში ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება 245 ათასზე მეტი მოქალაქე და 344 იურიდიული პირი.აღნიშნული ინიციატივით პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა.საქართველოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შეზღუდვების შემოღების პარალელურად წესების დარღვევისთვის საჯარიმო სანქციები დაწესდა.ამჟამად პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა – 40 ლარით დაჯარიმებას. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირი 10 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმდება. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.საქართველოში ასევე შეზღუდულია კვების ობიექტების მუშაობა. რესტორნები და კაფე-ბარები კლიენტებს 22:00 საათამდე ემსახურებიან. ქვეყანაში აკრძალულია ქორწილების, ქელეხების და სხვა მასობრივი ღონისძიებების ჩატარება. ასევე თბილისში, რუსთავში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში 13 სექტემბრამდე არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
https://sputnik-georgia.com/20210907/20-ivnisis-movlenebi-parlamentma-amnistiis-sesaxeb-kanoni-miiro-259401502.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1a/251571492_424:0:3000:1932_1920x0_80_0_0_925aed790e4c5342e68d43a7b3372d85.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი
ყველა ჯარიმა ჩამოწერილია: პარლამენტმა კოვიდ-დარღვევების ამნისტიის შესახებ კანონი მიიღო
საუბარია იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესების დარღვევის გამო ჯამში 76 მლნ ლარის ოდენობის გადაუხდელ ჯარიმებზე.
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც კოვიდ-შეზღუდვების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების ამნისტიას ითვალისწინებს.
საუბარია იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესების დარღვევის გამო ჯამში 76 მლნ ლარის ოდენობის გადაუხდელ ჯარიმებზე.
ამნისტიის ფარგლებში ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება 245 ათასზე მეტი მოქალაქე და 344 იურიდიული პირი.
აღნიშნული ინიციატივით პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა.
საქართველოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შეზღუდვების შემოღების პარალელურად წესების დარღვევისთვის საჯარიმო სანქციები დაწესდა.
ამჟამად პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა – 40 ლარით დაჯარიმებას. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირი 10 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმდება. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
საქართველოში ასევე შეზღუდულია კვების ობიექტების მუშაობა. რესტორნები და კაფე-ბარები კლიენტებს 22:00 საათამდე ემსახურებიან. ქვეყანაში აკრძალულია ქორწილების, ქელეხების და სხვა მასობრივი ღონისძიებების ჩატარება. ასევე თბილისში, რუსთავში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში 13 სექტემბრამდე არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.