https://sputnik-georgia.com/20210907/20-ivnisis-movlenebi-parlamentma-amnistiis-sesaxeb-kanoni-miiro-259401502.html
20 ივნისის მოვლენები: პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონი მიიღო
20 ივნისის მოვლენები: პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონი მიიღო
Sputnik საქართველო
პარლამენტი „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული კანონპროექტის განხილვას თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. 07.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-07T20:06+0400
2021-09-07T20:06+0400
2021-09-08T12:53+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/07/259383771_0:26:3077:1757_1920x0_80_0_0_ed6ecdb33cd69c6f5e7cbe88ea3e2479.jpg
თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებს ეხება.კანონპროექტს მხარი დაუჭირა 79-მა დეპუტატმა, 15 კი წინააღმდეგი იყო.პარლამენტი „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული კანონპროექტის განხილვას თითქმის სამთვიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა.მმართველი პარტიის მიერ შემუშავებული დოკუმენტის ვერსიაში ნათქვამია, რომ ამნისტია შეეხება ყველა იმ პირს, ვის წინააღმდეგაც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ განვითარდა, და ვისაც ამნისტიის გავრცელებაზე უარი არ განუცხადებია.ერთადერთი გამონაკლისი გახდება ის, ვისაც ბრალი ედება წამებაში, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში. ასევე ამნისტია არ შეეხება მათ, ვინც მიზანმიმართული სროლის ბრძანება გასცა და მათ, ვინც ეს ბრძანება შეასრულა და ადამიანების ჯანმრთელობას განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა.მანამდე ოპოზიცია მმართველ პარტიას სთავაზობდა კანონპროექტის საკუთარ ვარიანტს, რომლის მიხედვითაც ამნისტია უნდა შეხებოდა მხოლოდ საპროტესტო აქციების მონაწილეებს. მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობამ ეს ინიციატივა უარყო.ეს კანონი მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რადგან მისი თავმჯდომარე ნიკა მელია აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში მთავარი ბრალდებულია და მას 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
https://sputnik-georgia.com/20210907/sakonstitucio-cvlilebebi-raze-shetanxmda-qartuliocneba-da-opozicia-259372524.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/07/259383771_66:0:2795:2047_1920x0_80_0_0_8eb28d44165897f90a0566e60c01de50.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი
20 ივნისის მოვლენები: პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონი მიიღო
20:06 07.09.2021 (განახლებულია: 12:53 08.09.2021) პარლამენტი „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული კანონპროექტის განხილვას თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.
თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. პარლამენტმა მესამე მოსმენით
დაამტკიცა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებს ეხება.
კანონპროექტს მხარი დაუჭირა 79-მა დეპუტატმა, 15 კი წინააღმდეგი იყო.
პარლამენტი „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული კანონპროექტის განხილვას თითქმის სამთვიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა.
მმართველი პარტიის მიერ შემუშავებული დოკუმენტის ვერსიაში ნათქვამია, რომ ამნისტია შეეხება ყველა იმ პირს, ვის წინააღმდეგაც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ განვითარდა, და ვისაც ამნისტიის გავრცელებაზე უარი არ განუცხადებია.
ერთადერთი გამონაკლისი გახდება ის, ვისაც ბრალი ედება წამებაში, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში. ასევე ამნისტია არ შეეხება მათ, ვინც მიზანმიმართული სროლის ბრძანება გასცა და მათ, ვინც ეს ბრძანება შეასრულა და ადამიანების ჯანმრთელობას განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა.
მანამდე ოპოზიცია მმართველ პარტიას სთავაზობდა კანონპროექტის საკუთარ ვარიანტს, რომლის მიხედვითაც ამნისტია უნდა შეხებოდა მხოლოდ საპროტესტო აქციების მონაწილეებს. მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობამ ეს ინიციატივა უარყო.
ეს კანონი მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რადგან მისი თავმჯდომარე ნიკა მელია აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში მთავარი ბრალდებულია და მას 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.