https://sputnik-georgia.com/20210907/sakonstitucio-cvlilebebi-raze-shetanxmda-qartuliocneba-da-opozicia-259372524.html
საკონსტიტუციო ცვლილებები: რაზე შეთანხმდნენ „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია
საკონსტიტუციო ცვლილებები: რაზე შეთანხმდნენ „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია
Sputnik საქართველო
შესწორებების ძირითადი ნაწილი ქვეყნის მთავარი კანონის გარდამავალ დებულებებს შეეხება. 07.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-07T11:17+0400
2021-09-07T11:17+0400
2021-09-07T17:33+0400
ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/07/251390081_85:0:3726:2048_1920x0_80_0_0_ef56dd94a9c745714feca0ea73205214.jpg
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. მმართველი პარტიისა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებთან დაკავშირებით ორ საკითხზე შეთანხმების მიღწევა შეძლეს, განაცხადა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ორშაბათს მხარეებს შორის შეხვედრა შედგა. როგორც კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, მიღწეული იქნა შეთანხება ფრაქციების ფორმირებასთან და საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით. შესწორებების პროექტის თანახმად, შემდეგი ორი მოწვევის პარლამენტში გამსვლელი ბარიერი იქნება 2%, ნაცვლად 5%-ისა, როგორც ეს გათვალისწინებული იყო მოქმედ ვერსიაში. ამასთან, პროპორციული არჩევნების პრინციპი შენარჩუნებულია.გარდა ამისა, შესწორებებში გათვალისწინებულია ცვლილებები ფრაქციების შემადგენლობაში. თუ მოქმედი რედაქციით ფრაქციის ჩამოსაყალიბებლად შვიდი დეპუტატია აუცილებელი, ინიცირებული გარდამავალი დებულებით მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის შესაქმნელად საკმარისი იქნება ოთხი დეპუტატი.მსჯელობის საგნად რჩება გენერალური პროკურორის არჩევის წესი. კობახიძის თქმით, აღნიშნულ საკითხზე განხილვა გრძელდება.„კენჭისყრა ამ პუნქტის გარეშე გაიმართება. ყველა პარტია თანხმდება, რომ როგორიც არ უნდა იყოს გენერალური პროკურორის არჩევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, პროექტის დანარჩენ (უკვე შეთანხმებულ) პუნქტებს ყველა პარტია დაუჭერს მხარს“, – აღნიშნა კობახიძემ.კონსტიტუციის ახალი ცვლილებების მიხედვით, 76-დან 90-მდე გაიზრდება გენერალური პროკურორის დანიშვნისთვის აუცილებელი კვორუმი. ამასთან პროექტში მითითებულია, რომ თუ კანდიდატი ვერ შეძლებს 90 ხმის მიღებას ორი კენჭისყრის დროს, მაშინ მისი არჩევისთვის 76 ხმაც საკმარისი იქნება. მაგრამ პირველ შემთხვევაში გენპროკურორი თანამდებობაზე 5 წლით დაინიშნება, ხოლო 76 ხმით არჩეული – მხოლოდ 1 წლით.კონსტიტუციაში ახალი ცვლილებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების ნაწილია. შესწორებების ძირითადი ნაწილი ქვეყნის მთავარი კანონის გარდამავალ დებულებებს შეეხება.
https://sputnik-georgia.com/20210630/parlamentSi-konstituciaSi-morigi-cvlilebebi-waradgines-252168152.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/07/251390081_697:0:3428:2048_1920x0_80_0_0_1eaaa3b28d0c3e539d33b3ca8e526d27.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში
საკონსტიტუციო ცვლილებები: რაზე შეთანხმდნენ „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია
11:17 07.09.2021 (განახლებულია: 17:33 07.09.2021) შესწორებების ძირითადი ნაწილი ქვეყნის მთავარი კანონის გარდამავალ დებულებებს შეეხება.
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. მმართველი პარტიისა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებთან დაკავშირებით ორ საკითხზე შეთანხმების მიღწევა შეძლეს, განაცხადა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ორშაბათს მხარეებს შორის შეხვედრა შედგა. როგორც კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, მიღწეული იქნა შეთანხება ფრაქციების ფორმირებასთან და საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით.
შესწორებების პროექტის თანახმად, შემდეგი ორი მოწვევის პარლამენტში გამსვლელი ბარიერი იქნება 2%, ნაცვლად 5%-ისა, როგორც ეს გათვალისწინებული იყო მოქმედ ვერსიაში. ამასთან, პროპორციული არჩევნების პრინციპი შენარჩუნებულია.
გარდა ამისა, შესწორებებში გათვალისწინებულია ცვლილებები ფრაქციების შემადგენლობაში. თუ მოქმედი რედაქციით ფრაქციის ჩამოსაყალიბებლად შვიდი დეპუტატია აუცილებელი, ინიცირებული გარდამავალი დებულებით მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის შესაქმნელად საკმარისი იქნება ოთხი დეპუტატი.
„ჩვენ უცვლელად მხარს დავუჭერთ კანონპროექტის იმ ნაწილს, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო ბარიერის 2%-მდე შემცირებას მომდევნო ორი არჩევნებისთვის, ასევე ფრაქციის ოთხი დეპუტატით ფორმირებას, ნაცვლად შვიდისა. ამ ორ საკითხზე პოზიციები შეჯერებულია და მას ყველა პოლიტიკური პარტია მხარს დაუჭერს“, – აღნიშნა კობახიძემ.
მსჯელობის საგნად რჩება გენერალური პროკურორის არჩევის წესი. კობახიძის თქმით, აღნიშნულ საკითხზე განხილვა გრძელდება.
„კენჭისყრა ამ პუნქტის გარეშე გაიმართება. ყველა პარტია თანხმდება, რომ როგორიც არ უნდა იყოს გენერალური პროკურორის არჩევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, პროექტის დანარჩენ (უკვე შეთანხმებულ) პუნქტებს ყველა პარტია დაუჭერს მხარს“, – აღნიშნა კობახიძემ.
კონსტიტუციის ახალი ცვლილებების მიხედვით, 76-დან 90-მდე გაიზრდება გენერალური პროკურორის დანიშვნისთვის აუცილებელი კვორუმი. ამასთან პროექტში მითითებულია, რომ თუ კანდიდატი ვერ შეძლებს 90 ხმის მიღებას ორი კენჭისყრის დროს, მაშინ მისი არჩევისთვის 76 ხმაც საკმარისი იქნება. მაგრამ პირველ შემთხვევაში გენპროკურორი თანამდებობაზე 5 წლით დაინიშნება, ხოლო 76 ხმით არჩეული – მხოლოდ 1 წლით.
კონსტიტუციაში ახალი ცვლილებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების ნაწილია. შესწორებების ძირითადი ნაწილი ქვეყნის მთავარი კანონის გარდამავალ დებულებებს შეეხება.