პარლამენტში მორიგი საკონსტიტუციო ცვლილებები წარადგინეს

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტი
პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2021
გამოწერა
კანონპროექტის თანახმად, შემდეგი ორი მოწვევის პარლამენტში გამსვლელი ბარიერი 2% იქნება 5%-ის ნაცვლად, როგორც ეს მოქმედ ვერსიაშია გათვალისწინებული.

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. შემდეგ კვირაში საქართველოს პარლამენტი კონსტიტუციაში ახალი შესწორებების განხილვას დაიწყებს, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების ნაწილია.

შესწორებების ძირითადი ნაწილი ქვეყნის მთავარი კანონის გარდამავალ დებულებებს შეეხება.

„ქართული ოცნების“ სათავო ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2021
რას მოაწერა ხელი „ქართულმა ოცნებამ“? ოპოზიციასთან შეთანხმების დეტალები

კანონპროექტის წინასწარი ვერსიით, რომელიც ქართულ მასმედიაში გავრცელდა, შემდეგი ორი მოწვევის პარლამენტში გამსვლელი ბარიერი 2% იქნება. ამჟამად მოქმედ ვერსიაში ბარიერი 5%-ს შეადგენს. ამასთან პროპორციული არჩევნების პრინციპი შენარჩუნებულია.

გარდა ამისა, შესწორებებში გათვალისწინებულია ცვლილებები ფრაქციების შემადგენლობაში. თუ მოქმედი რედაქციით ფრაქციის ჩამოყალიბებისთვის შვიდი დეპუტატია აუცილებელი, ინიცირებული გარდამავალი დებულებით მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის შესაქმნელად საკმარისი იქნება ოთხი დეპუტატი.

კონსტიტუციის ახალი ცვლილებების მიხედვით, 76-დან 90-მდე გაიზრდება გენერალური პროკურორის დანიშვნისთვის აუცილებელი კვორუმი. ამასთან პროექტში მითითებულია, რომ თუ კანდიდატი ვერ შეძლებს 90 ხმის მიღებას ორი კენჭისყრის დროს, მაშინ მისი არჩევისთვის 76 ხმაც საკმარისი იქნება. მაგრამ პირველ შემთხვევაში გენპროკურორი თანამდებობაზე 5 წლით დაინიშნება, ხოლო 76 ხმით არჩეული – მხოლოდ 1 წლით.

აპრილში საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში „ქართულმა ოცნებამ" და ოპოზიციამ ხელი მოაწერეს კომპრომისულ შეთანხმებას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის შესახებ, რომელიც მხარეებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა შესთავაზა.

ყველა ახალი ამბავი
0