https://sputnik-georgia.com/20210911/saqartvelos-mtavroba-11-seqtembris-teraqtebis-wlistavtan-dakavsirebit-gancxadebas-avrcelebs-259518840.html
საქართველოს მთავრობა 11 სექტემბრის ტერაქტის წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს მთავრობა 11 სექტემბრის ტერაქტის წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
Sputnik საქართველო
საქართველო საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მსგავსი ტერორისტული აქტები აღიკვეთოს, აღნიშნეს საქართველოს მთავრობაში 11.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-11T18:58+0400
2021-09-11T18:58+0400
2021-09-11T18:58+0400
ახალი ამბები
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0b/259516086_0:156:1728:1128_1920x0_80_0_0_c3b93da53605323f77736be7132fa3e2.jpg
თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. საქართველო მოკავშირეებთან ერთად დგას მსოფლიოს და გლობალური უსაფრთხოების დასაცავად, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ საქართველო საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მსგავსი ტერორისტული აქტები აღიკვეთოს.„20 წლის წინ, სასტიკმა ტერორისტულმა თავდასხმამ უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა და ათასობით დააზარალა. ჩვენ ვუერთდებით აშშ-ის მოსახლეობასთან ერთად პატივს მივაგებთ დაღუპულებს და მათ, ვინც მომხდარზე პირველი რეაგირება მოახდინა. საქართველო დგას საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად იმის უზრუნველსაყოფად, რომ ასეთი საშინელი ტერორისტული აქტი აღარასდროს განმეორდეს“, – დაწერა დავით ზალკალიანმა თავის Facebook-გვერდზე.მანამდე 11 სექტემბრის ტერაქტების 20 წლისთავს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა. მან ყურადღება გაამახვილა სოლიდარობის მნიშვნელობაზე, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არის საჭირო და აღნიშნა, რომ ეს საზარელი ტრაგედია არის გაკვეთილი, რომლის დავიწყება არ შეიძლება.2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში თვითმკვლელმა-ტერორისტებმა ოთხი სამგზავრო ავიალაინერი გაიტაცა და კურსი ყველაზე ხალხმრავალი ადგილებისკენ აიღეს.ორი ლაინერი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს შეეჯახა, კიდევ ერთი - ვაშინგტონში პენტაგონის დასავლეთ ფრთას, მეოთხე კი პიტსბურგთან ჩამოვარდა.11 სექტემბრის ტრაგედია გახდა ყველაზე მასშტაბური ტერაქტი თანამედროვე ისტორიის განმავლობაში. მას 2977 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ოთხი ათასზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.
https://sputnik-georgia.com/20210911/gakvetili-romelic-ar-unda-dagvaviwydes-zurabisvili-11-seqtembris-teraqtis-sesaxeb-259515765.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0b/259516086_192:139:1542:1152_1920x0_80_0_0_ccd0493a3853ab7a9b81ddc7d3b3d6d4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა 11 სექტემბრის ტერაქტის წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველო საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მსგავსი ტერორისტული აქტები აღიკვეთოს, აღნიშნეს საქართველოს მთავრობაში
თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. საქართველო მოკავშირეებთან ერთად დგას მსოფლიოს და გლობალური უსაფრთხოების დასაცავად, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„დღეს 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების 20 წლისთავი აღინიშნება. ეს თარიღი ცხადად გვახსენებს, რომ ტერორიზმს არასოდეს არ უნდა გავამარჯვებინოთ. საქართველო შეერთებული შტატების და სხვა მოკავშირეების გვერდით დგას მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად, რათა მსოფლიო უკეთეს და მეტად უსაფრთხო ადგილად იქცეს ამ სამყაროში”, – დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა თავის
Twitter-აკაუნტში.
საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ საქართველო საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მსგავსი ტერორისტული აქტები აღიკვეთოს.
„20 წლის წინ, სასტიკმა ტერორისტულმა თავდასხმამ უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა და ათასობით დააზარალა. ჩვენ ვუერთდებით აშშ-ის მოსახლეობასთან ერთად პატივს მივაგებთ დაღუპულებს და მათ, ვინც მომხდარზე პირველი რეაგირება მოახდინა. საქართველო დგას საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად იმის უზრუნველსაყოფად, რომ ასეთი საშინელი ტერორისტული აქტი აღარასდროს განმეორდეს“, – დაწერა დავით ზალკალიანმა თავის
Facebook-გვერდზე.
11 სექტემბერი 2021, 15:25
მანამდე 11 სექტემბრის ტერაქტების 20 წლისთავს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა. მან ყურადღება გაამახვილა სოლიდარობის მნიშვნელობაზე, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არის საჭირო და აღნიშნა, რომ ეს საზარელი ტრაგედია არის გაკვეთილი, რომლის დავიწყება არ შეიძლება.
2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში თვითმკვლელმა-ტერორისტებმა ოთხი სამგზავრო ავიალაინერი გაიტაცა და კურსი ყველაზე ხალხმრავალი ადგილებისკენ აიღეს.
ორი ლაინერი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს შეეჯახა, კიდევ ერთი - ვაშინგტონში პენტაგონის დასავლეთ ფრთას, მეოთხე კი პიტსბურგთან ჩამოვარდა.
11 სექტემბრის ტრაგედია გახდა ყველაზე მასშტაბური ტერაქტი თანამედროვე ისტორიის განმავლობაში. მას 2977 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ოთხი ათასზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.