https://sputnik-georgia.com/20210911/media-avranetis-winaarmdegobis-zalebma-talibebtan-brzolis-gagrzelebis-sesaxeb-ganacxades-259518602.html
მედია: ავღანეთის წინააღმდეგობის ძალებმა თალიბებთან ბრძოლის გაგრძელების შესახებ განაცხადეს
მედია: ავღანეთის წინააღმდეგობის ძალებმა თალიბებთან ბრძოლის გაგრძელების შესახებ განაცხადეს
Sputnik საქართველო
„თალიბანის“ კომისიის წევრმა კულტურის საკითხებში ინამულა სამანგანიმ განაცხადა, რომ ამბოხებულები „თავს აფარებენ ხეობებსა და გამოქვაბულებს“, ხოლო თალიბები მათთან... 11.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-11T18:41+0400
2021-09-11T18:41+0400
2023-07-20T15:52+0400
მსოფლიო დღეს
ავღანეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0b/259514119_316:299:3426:2048_1920x0_80_0_0_c674a97d0f342cbaac23597d3e01edf0.jpg
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. ავღანეთის პროვინცია პანჯშირში წინააღმდეგობის ძალების ერთ-ერთმა მეთაურმა განაცხადა, რომ მეამბოხეები მოძრაობა „თალიბანის“ ბოევიკებთან ბრძოლას სიკვდილამდე გააგრძელებენ, იუწყება ტელეარხი Tolo News.მანამდე თალიბების მოძრაობის წარმომადგენელმა ზაბიულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ პანჯშირის პროვინცია მთლიანად თალიბების კონტროლს დაექვემდებარა. თავის მხრივ, ადგილობრივი წინააღმდეგობის ძალებმა აჰმად მასუდის მეთაურობით ცნობები პანჯშირის დაცემის შესახებ უარყვეს.მან ასევე აღნიშნა, რომ პანჯშირში თალიბების ყოფნა საბრძოლო მოქმედებების დასასრულს არ ნიშნავს.როგორც „ავღანეთის ეროვნული კონგრესის პარტიის“ ლიდერმა აბდულ პედრამმა განაცხადა, ამ დროისთვის პანჯშირი წინააღმდეგობის ცენტრია, ხოლო მისი ძალები თალიბებთან საბრძოლველად მთებში იმყოფებიან.თავის მხრივ, „თალიბანის“ კომისიის წევრმა კულტურის საკითხებში ინამულა სამანგანიმ განაცხადა, რომ ამბოხებულები „თავს აფარებენ ხეობებსა და გამოქვაბულებს“, ხოლო თალიბები მათთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რათა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ.აგვისტოს პირველ დეკადაში რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთის დიდ ქალაქებს შეუტია და 15 აგვისტოს დედაქალაქი ქაბული აიღო. 16 აგვისტოს მოძრაობის პოლიტოფისის წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ ავღანეთში ომი დასრულებულია და რომ ქვეყნის მმართველობის ფორმა უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი.31 აგვისტოს ღამით აშშ-ის სამხედროებმა ქაბულის აეროპორტი დატოვეს, რამაც ავღანეთში ამერიკული სამხედრო ძალების თითქმის 20-წლიანი ყოფნა დაასრულა.6 სექტემბერს თალიბებმა განაცხადეს, რომ პანჯშირი ბრძოლის შედეგად მათი კონტროლის ქვეშ გადავიდა და ბოლო სამი კვირის განმავლობაში მეორედ განაცხადეს ომის დასრულების შესახებ.
https://sputnik-georgia.com/20210911/avranetis-qalta-orkestrma-qveyana-mzinare-talibis-gamo-ver-datova-259513965.html
ავღანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0b/259514119_614:358:2867:2048_1920x0_80_0_0_96d7548e23be8ad6dd9d22c87aed0815.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ავღანეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
ავღანეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
მედია: ავღანეთის წინააღმდეგობის ძალებმა თალიბებთან ბრძოლის გაგრძელების შესახებ განაცხადეს
18:41 11.09.2021 (განახლებულია: 15:52 20.07.2023) „თალიბანის“ კომისიის წევრმა კულტურის საკითხებში ინამულა სამანგანიმ განაცხადა, რომ ამბოხებულები „თავს აფარებენ ხეობებსა და გამოქვაბულებს“, ხოლო თალიბები მათთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რათა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. ავღანეთის პროვინცია პანჯშირში წინააღმდეგობის ძალების ერთ-ერთმა მეთაურმა განაცხადა, რომ მეამბოხეები მოძრაობა „თალიბანის“ ბოევიკებთან ბრძოლას სიკვდილამდე გააგრძელებენ, იუწყება ტელეარხი
Tolo News. მანამდე თალიბების მოძრაობის წარმომადგენელმა ზაბიულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ პანჯშირის პროვინცია მთლიანად თალიბების კონტროლს დაექვემდებარა. თავის მხრივ, ადგილობრივი წინააღმდეგობის ძალებმა აჰმად მასუდის მეთაურობით ცნობები პანჯშირის დაცემის შესახებ უარყვეს.
„დარწმუნებული ვარ, რომ მოჯაჰედები, წინააღმდეგობის ძალები და თქვენი ვაჟები სიცოცხლის ბოლომდე იბრძოლებენ ფასეულობების და ღირსების დასაცავად“, - განაცხადა ვიდეომიმართვის დროს წინააღმდეგობის ძალების ერთ-ერთმა მეთაურმა სალეხ რიგისტანიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ პანჯშირში თალიბების ყოფნა საბრძოლო მოქმედებების დასასრულს არ ნიშნავს.
11 სექტემბერი 2021, 13:35
როგორც „ავღანეთის ეროვნული კონგრესის პარტიის“ ლიდერმა აბდულ პედრამმა განაცხადა, ამ დროისთვის პანჯშირი წინააღმდეგობის ცენტრია, ხოლო მისი ძალები თალიბებთან საბრძოლველად მთებში იმყოფებიან.
თავის მხრივ, „თალიბანის“ კომისიის წევრმა კულტურის საკითხებში ინამულა სამანგანიმ განაცხადა, რომ ამბოხებულები „თავს აფარებენ ხეობებსა და გამოქვაბულებს“, ხოლო თალიბები მათთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რათა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ.
აგვისტოს პირველ დეკადაში რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთის დიდ ქალაქებს შეუტია და 15 აგვისტოს დედაქალაქი ქაბული აიღო. 16 აგვისტოს მოძრაობის პოლიტოფისის წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ ავღანეთში ომი დასრულებულია და რომ ქვეყნის მმართველობის ფორმა უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი.
31 აგვისტოს ღამით აშშ-ის სამხედროებმა ქაბულის აეროპორტი დატოვეს, რამაც ავღანეთში ამერიკული სამხედრო ძალების თითქმის 20-წლიანი ყოფნა დაასრულა.
6 სექტემბერს თალიბებმა განაცხადეს, რომ პანჯშირი ბრძოლის შედეგად მათი კონტროლის ქვეშ გადავიდა და ბოლო სამი კვირის განმავლობაში მეორედ განაცხადეს ომის დასრულების შესახებ.