დასავლეთ საქართველოში თხილის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია

© photo: Sputnik / Stringerთხილი
თხილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.09.2021
გამოწერა
თხილი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო საქონელია - მისი რეალიზაცია ძირითადად ხორციელდება ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე მეზობელ ქვეყნებში
თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. წელს საქართველოდან უკვე ექსპორტირებულია 4 ათასი ტონა თხილი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 900 ტონით მეტია. ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.
თხილის მასობრივი აღება აგვისტოს დასაწყისში დაიწყო. პირველად თხილის კრეფა ტრადიციულად დაიწყო სამეგრელოსა და გურიაში, შემდეგ მათ შეუერთდა კახეთი და სხვა რეგიონები, სადაც ასევე მოჰყავთ თხილი.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წელს თხილის მოსავლის საპროგნოზო მოცულობა 65-70 ათას ტონამდეა, რაც თანხობრივად 150 მლნ დოლარის საექსპორტო პოტენციალს წარმოადგენს.
თხილი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქციაა. ის ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში – გერმანიასა და იტალიაში, ასევე მეზობელ სომხეთსა და რუსეთში გადის.
თხილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2021
საქართველო თხილის ექსპორტით მსოფლიოში მეორე ადგილის დაკავებას გეგმავს
საქართველომ 2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 9 თებერვლამდე ექსპორტზე გაიტანა 81,2 მილიონი დოლარის ღირებულების 15,6 ათასი ტონა თხილი.
2019/2020 წლების იმავე პერიოდთან შედარებით თხილის ექსპორტის მოცულობა ორჯერ, 5,2 ათასი ტონით გაიზარდა, ფულადი გამოსახულებით კი 27,7 მილიონი დოლარით (52%).
აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების გამო თხილის წარმოება (შესაბამისად ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია.
2020 წელს ხელისუფლების მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად მავნებლის რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდა, მოხერხდა სასოფლო–სამეურნეო კულტურების გადარჩენა და თხილის უხვი მოსავლის მიღება.
ყველა ახალი ამბავი
0