მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

შვედეთში მშობლებს შვილისთვის სახელად ვლადიმირ პუტინის დარქმევა აუკრძალეს

© Pixabay / blankita_uaახალშობილი დედასთან
ახალშობილი დედასთან - Sputnik საქართველო, 1920, 10.09.2021
გამოწერა
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. სახელი ვლადიმირ პუტინი შესაძლოა კარგი იყოს რუსეთის პრეზიდენტისთვის, მაგრამ არა შვედეთის ხელისუფლებისთვის, რომელმაც მშობლებს უარი უთხრა ახალშობილი ბიჭისთვის მის დარქმევაზე, წერს გამოცემა The Local.
ბიჭები იცინიან - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2016
ვენიზელოს-კუკური, ანუ უცნაური, იშვიათი სახელები და სახალისო ისტორიები
გამოცემის ინფორმაციით, შვედეთში არსებობს კანონი, რომლის თანახმადაც მშობლებმა თავიანთი ახალშობილების სახელები ქვეყნის საგადასახადო სააგენტო Skatteverket-ს უნდა აცნობონ.
აღნიშნულმა სამსახურმა კი უარი უთხრა ქალაქ ლაჰოლმაში მცხოვრებ წყვილს, დაერქმიათ საკუთარი ბავშვისთვის ვლადიმირ პუტინი.
შვედური კანონებით, ადამიანის სახელი არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი, არ უნდა შეიცავდეს საფრთხეს მფლობელისთვის და ამასთან არ უნდა ჰგავდეს გვარს.
ადამიანები წვიმიან ქუჩაში - Sputnik საქართველო, 1920, 12.12.2018
დასახელდა საქართველოში ყველაზე გავრცელებული სახელები და გვარები
როგორც გამოცემა წერს, ეს პირველი შემთხვევა არ აის, როდესაც საგადასახადო სამსახური უარს ამბობს ბავშვისთვის მშობლების მიერ შერჩეული სახელის დარქმევაზე. ასეთთა შორისაა: ფორდი, ალაჰი, პილსნერი და კიუ.
შვედეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ამ დროისათვის ქვეყანაში სახელი ვლადიმირი 1413 მამაკაცს ჰქვია, თუმცა სახელი პუტინი არსად ფიქსირდება.
ყველა ახალი ამბავი
0