დასახელდა საქართველოში ყველაზე გავრცელებული სახელები და გვარები

© Sputnik / Alexander Imedashviliადამიანები წვიმიან ქუჩაში
ადამიანები წვიმიან ქუჩაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტრადიციულად მამაკაცის ყველაზე პოპულარული სახელია გიორგი, ქალის - ნინო

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ საქართველოში ყველაზე გავრცელებული სახელებისა და გვარების სია გამოაქვეყნა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ტრადიციულად მამაკაცის ყველაზე პოპულარული სახელია გიორგი (192 ათასზე მეტი ადამიანი), ქალის - ნინო (135,1 ათასზე მეტი ადამიანი).

მამაკაცის ყველაზე პოპულარულ სახელებს შორისაა საბა, ლაშა, ნიკა, ავთანდილი, გოჩა, მამუკა, ნოდარი, გურამი, ზაზა, თეიმურაზი. ქალთა სახელებს შორის არიან მანანა, ნათელა, ეთერი, სალომე, ეკატერინე, ხათუნა, სოფიო, ლია, ლალი და მზია.

მარიამი: სახელის ისტორია, 109 540 მარიამი და ცნობილი ქართველი მარიამები >>

რაც შეეხება გვარებს, შარშანდელის მსგავსად, საქართველოში ყველაზე გავრცელებული გვარია ბერიძე.

სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ყველაზე გავრცელებული გვარების ათეული ასე გამოიყურება:

ბერიძე 29,173
მამედოვი 28, 358
ალიევი 19, 327
კაპანაძე 19, 257
გელაშვილი  18, 310
მაისურაძე 16, 198
გიორგაძე 14, 162
ლომიძე 13, 062
წიკლაური 13, 019
ბოლქვაძე 12, 824

ყველაზე პოპულარული გვარების ოცეულში შევიდა ასევე ნოზაძე, კვარაცხელია, ხუციშვილი, ხუსეინოვი, აბულაძე, მიქელაძე, შენგელია, ბაირამოვი, ტაბატაძე, აბაშიძე.

ყველა ახალი ამბავი
0