სატვირთო ავტომობილების მძღოლებისთვის საერთაშორისო გადაზიდვების ნებართვების გაცემა იწყება

© Sputnik / Alexander Imedashviliსატვირთოები "სარფის" საბაჟოსთან
სატვირთოები სარფის საბაჟოსთან - Sputnik საქართველო, 1920, 10.09.2021
გამოწერა
საერთაშორისო გადაზიდვაზე ნებართვის ღირებულება, რომელსაც სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო გასცემს, 70 ლარია, დოკუმენტის დაჩქარებული წესით მიღება კი 100 ლარი ღირს.
თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. თურქეთის რესპუბლიკაში დაუტვირთავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესვლის სპეციალური ნებართვების გაცემა 13 სექტემბერიდან დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.
დაინტერესებული პირები ნებართვების აღებას როგორც დაჩქარებული, ისე ჩვეულებრივი წესით თბილისის, ბათუმისა და ფოთის ოფისებიდან ორშაბათის 09:00 საათიდან შეძლებენ.
სატვირთოები - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2021
ბათუმში სატვირთო ავტომობილების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
უწყების ცნობით, ერთი სამუშაო კვირის მანძილზე ერთ გადამზიდავზე გაიცემა მხოლოდ სამი ნებართვა (ერთ ავტომობილზე ერთი), მიუხედავად განმცხადებელის მფლობელობაში არსებული ავტომობილების რაოდენობისა.

„ECMT–ტრასეკას ნებართვების ქონა არ წარმოადგენს თურქეთის სპეციალური ნებართვის მიღების დამაბრკოლებელ გარემოებას. ნებართვის მისაღებად არ არის საჭირო CMR-ის ან ხელშეკრულების წარმოდგენა. აუცილებელია წარმოდგენილი იქნას გახარჯული თურქეთის სპეციალური ან ბისეკის ნებართვა ორიგინალის სახით“, – ნათქვამია განცხადებაში.

საერთაშორისო გადაზიდვაზე ნებართვის ღირებულება, რომელსაც სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო გასცემს, 70 ლარია, დოკუმენტის დაჩქარებული წესით მიღება კი 100 ლარი ღირს.
ბათუმში სატვირთო ავტომობილების მძღოლებმა საქართველოდან თურქეთისა და ასევე რამდენიმე სხვა ქვეყნის მიმართულებით გადაზიდვების ნებართვის მოთხოვნით არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბოლოს აქცია 7 სექტემბერს გაიმართა.
ყველა ახალი ამბავი
0