https://sputnik-georgia.com/20210907/batumshi-satvirtos-mzgolebma-aqcia-gamartes-259392643.html
ბათუმში სატვირთო ავტომობილების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ბათუმში სატვირთო ავტომობილების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
Sputnik საქართველო
აქციის მონაწილეები საქართველოდან თურქეთის მიმართულებით გადაზიდვების ნებართვას მოითხოვენ და რეაგირებას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსგან ელიან. 07.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-07T16:38+0400
2021-09-07T16:38+0400
2021-09-07T20:49+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/01/259213358_0:0:3089:1739_1920x0_80_0_0_7fc18b5f22dffce53a05a9c3e2347f4d.jpg
თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. სატვირთო ავტომობილების მძღოლებმა, რომლებიც თურქეთისა და სხვა ქვეყნების მიმართულებით გადაზიდვებს ახორციელებენ, ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.მძღოლების თქმით, საერთაშორისო გადაზიდვის სპეციალური ნებართვის მიღებასთან დაკავშირებული პრობლემის გამო ისინი ვერ ახერხებენ მუშაობას. საერთაშორისო გადაზიდვაზე ნებართვის ღირებულება, რომელსაც სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო გასცემს, 70 ლარია, დოკუმენტის დაჩქარებული წესით მიღება კი 100 ლარი ღირს.აქციის მონაწილეთა თქმით, 100-ზე მეტი მძღოლი საქართველოში ახლა სწორედ ამ ნებართვის მიღებას ელოდება და მათთვის გაუგებარია, რატომ აფერხებს სააგენტო დოკუმენტის გაცემას.მძღოლების აქციას მხარდაჭერა გამოუცხადა უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ. როგორც მან აღნიშნა, გადამზიდავებს პრობლემებს ხელოვნურად უქმნიან. „მათი მოთხოვნა სამართლიანია, ისინი ისედაც ძალიან მძიმე სამუშაოს ასრულებენ. მათ სჭირდებათ სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა, ამის სანაცვლოდ კი ხელოვნურად უქმნიან პრობლემას. მათ არ აძლევენ ნებართვებს, რომელიც ტვირთის გადასატანად ესაჭიროებათ. ამ საკითხზე უკვე მერამდენედ იმართება აქცია“, – განაცხადა ბაკურიძემ.მისი თქმით, ამ ადამიანებს ჰყავთ ოჯახები და აღებული აქვთ საბანკო ვალდებულებები.აქციის მონაწილეები რეაგირებას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსგან ითხოვენ. პროტესტის ნიშნად მძღოლებმა აეროპორტის გზატკეცილზე მდებარე გაფორმების ეკონომიკურ ზონაში შესასვლელი რამდენიმე წუთით გადაკეტეს. სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ აქციის მონაწილეებმა სავალი გზა გაათავისუფლეს და პროტესტი მიმდებარე ტერიტორიაზე გააგრძელეს.სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლებს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.
https://sputnik-georgia.com/20210429/baTumshi-sakonteinero-terminalis-TanamSromlebma-aqcia-gamarTes-251608413.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/01/259213358_358:0:3089:2048_1920x0_80_0_0_340ee995c1002fb12a23a8865a1c6a31.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს რეგიონები
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს რეგიონები
ბათუმში სატვირთო ავტომობილების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
16:38 07.09.2021 (განახლებულია: 20:49 07.09.2021) აქციის მონაწილეები საქართველოდან თურქეთის მიმართულებით გადაზიდვების ნებართვას მოითხოვენ და რეაგირებას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსგან ელიან.
თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. სატვირთო ავტომობილების მძღოლებმა, რომლებიც თურქეთისა და სხვა ქვეყნების მიმართულებით გადაზიდვებს ახორციელებენ, ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს, იუწყება
„აჭარის ტელევიზია“.
მძღოლების თქმით, საერთაშორისო გადაზიდვის სპეციალური ნებართვის მიღებასთან დაკავშირებული პრობლემის გამო ისინი ვერ ახერხებენ მუშაობას.
საერთაშორისო გადაზიდვაზე ნებართვის ღირებულება, რომელსაც სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო გასცემს, 70 ლარია, დოკუმენტის დაჩქარებული წესით მიღება კი 100 ლარი ღირს.
აქციის მონაწილეთა თქმით, 100-ზე მეტი მძღოლი საქართველოში ახლა სწორედ ამ ნებართვის მიღებას ელოდება და მათთვის გაუგებარია, რატომ აფერხებს სააგენტო დოკუმენტის გაცემას.
„გვაძლევენ ერთჯერად ნებართვებს. ერთ „რეისს“ გააკეთებ, უკან დაბრუნდები და ეს პროცედურები ისევ უნდა გაიარო. 22 დღის წინ გვითხრეს, რომ ნებართვები შეზღუდული რაოდენობითაა და საჭირო იყო მათი დაჩქარებული წესით აღება. ახლა კი გვეუბნებიან, რომ დაჩქარებული ნებართვაც აღარაა. 20 დღეა თურქეთშიც აღარ გვიშვებენ“, – განაცხადა ერთ-ერთმა მძღოლმა.
მძღოლების აქციას მხარდაჭერა გამოუცხადა უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ. როგორც მან აღნიშნა, გადამზიდავებს პრობლემებს ხელოვნურად უქმნიან.
„მათი მოთხოვნა სამართლიანია, ისინი ისედაც ძალიან მძიმე სამუშაოს ასრულებენ. მათ სჭირდებათ სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა, ამის სანაცვლოდ კი ხელოვნურად უქმნიან პრობლემას. მათ არ აძლევენ ნებართვებს, რომელიც ტვირთის გადასატანად ესაჭიროებათ. ამ საკითხზე უკვე მერამდენედ იმართება აქცია“, – განაცხადა ბაკურიძემ.
მისი თქმით, ამ ადამიანებს ჰყავთ ოჯახები და აღებული აქვთ საბანკო ვალდებულებები.
აქციის მონაწილეები რეაგირებას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსგან ითხოვენ. პროტესტის ნიშნად მძღოლებმა აეროპორტის გზატკეცილზე მდებარე გაფორმების ეკონომიკურ ზონაში შესასვლელი რამდენიმე წუთით გადაკეტეს. სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ აქციის მონაწილეებმა სავალი გზა გაათავისუფლეს და პროტესტი მიმდებარე ტერიტორიაზე გააგრძელეს.
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლებს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.