ქუთაისი „ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების" ფორუმს უმასპინძლებს

© photo: Sputnikქუთაისი
ქუთაისი - Sputnik საქართველო, 1920, 10.09.2021
გამოწერა
ფორუმი სამ სამუშაო ენაზე – ინგლისურად, ფრანგულად და ქართულად, სინქრონული თარგმანით ჩატარდება.
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. ქუთაისი რიგით მეათე საკონსულტაციო ფორუმს „ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტები“ 29 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში უმასპინძლებს, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ფორუმი „მდგრადი კულტურული მარშრუტები კრიზისიდან გამოსვლის ინოვაციური გზის კვალდაკვალ“ კორონავირუსის პანდემიის გამო ონლაინ–რეჟიმში გაიმართება.
ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციასა და კერძო პირს შესაძლებლობა ექნება დარეგისტრირდეს და მონაწილეობა მიიღოს ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ ონლაინ–განხილვებში. ფორუმი სამ სამუშაო ენაზე – ინგლისურად, ფრანგულად და ქართულად, სინქრონული თარგმანით ჩატარდება.
ძირითად ღონისძიებებს შორის იქნება სამი თემატური პანელი ონლაინ–დისკუსიებით პირდაპირ ეთერში, ევროპის საბჭოს ხუთი ახალი კულტურული მარშრუტის სერტიფიცირებისადმი მიძღვნილი ცერემონია და კონცერტი ქუთაისში, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2020
მთელი საქართველო ერთ ტელეფონში: Cultural Routes Georgia – პირველი მობილური აპლიკაცია
ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების საკონსულტაციო ფორუმი არის ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ქსელების ოპერატორების, კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების, ტურიზმისა და კულტურის სფეროში მოღვაწე სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის ყოველწლიური შეკრება. ეს კულტურული მარშრუტების პროგრამაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა.
პროგრამა „კულტურული მარშრუტები", რომელიც ევროპის საბჭომ 1987 წელს აამოქმედა, წარმოადგენს სხვადასხვა ევროპული ქვეყნისა და კულტურის წვლილს საერთო კულტურულ მემკვიდრეობაში.
კულტურული მარშრუტები მოიცავს ევროპის საბჭოს ფუნდამენტურ ფასეულობებს: კულტურული დემოკრატია, კულტურული მრავალფეროვნება და იდენტობა, ასევე კულტურის ურთიერთგაცვლა და გაზიარება. მარშრუტები ხელს უწყობს კულტურათაშორის დიალოგსა და ევროპული კულტურული თვითმყოფადობის უკეთ გაცნობასა და გააზრებას.
ამ დროისათვის პროგრამაში 30-ზე მეტი სერტიფიცირებული მარშრუტი შედის, რომელიც 70 ქვეყანას მოიცავს.
ყველა ახალი ამბავი
0