https://sputnik-georgia.com/20210910/iaponiashi-qartuli-gvinis-degustacia-gaimarta-259496994.html
იაპონიაში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა
იაპონიაში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა
Sputnik საქართველო
ქალაქ მაცუმოტოში გამართულ ღონისძიებას რესტორნების, ღვინის ბარების, სასტუმროების ქსელების 35 წარმომადგენელი დაესწრო. 10.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-10T15:25+0400
2021-09-10T15:25+0400
2021-09-10T19:59+0400
ახალი ამბები
იაპონია
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24029/06/240290603_0:191:2048:1343_1920x0_80_0_0_d2dac44851fc51b66aa049f5b08dea64.jpg
თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. იაპონიის ქალაქ მაცუმოტოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო. ქართული ღვინო ნაგანოს პრეფექტურაში, სადაც მდებარეობს ქალაქი მაცუმოტო, პირველად იყო წარმოდგენილი და მისი მიზანი მომხმარებლებში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდა და ღვინით ვაჭრობის ბაზარზე გაყიდვების ხელშეწყობა იყო.დეგუსტაციაზე სულ 7 ღვინო იყო წარდგენილი – როგორც ევროპული სტილის, ისე ქვევრის ტექნოლოგიით დამზადებული.ღონისძიებას რესტორნების, ღვინის ბარების, სასტუმროების ქსელების 35 წარმომადგენელი დაესწრო.ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Red Bridge-ის დირექტორი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში და ცნობილი იაპონელი სომელიე მოტოჰირო ოკოში უძღვებოდნენ. კენიჩი ოჰაშის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია საქართველოს ისტორიის, ვაზის ადგილობრივი ჯიშებისა და ღვინის დაყენების მეთოდების მრავალფეროვნებას, ასევე ქართული ღვინის იაპონურ სამზარეულოსთან შეხამების გამოცდილებას მოიცავდა. უწყების ცნობით, ნაგანოს პრეფექტურა ღვინის მოხმარებით მესამე ადგილზეა იაპონიაში.
https://sputnik-georgia.com/20210908/-------259414705.html
იაპონია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24029/06/240290603_2:0:2047:1534_1920x0_80_0_0_ad0475902fe8ebe63e2b9200cbec75dc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
იაპონია ქართული ღვინო დეგუსტაცია
იაპონია ქართული ღვინო დეგუსტაცია
იაპონიაში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა
15:25 10.09.2021 (განახლებულია: 19:59 10.09.2021) ქალაქ მაცუმოტოში გამართულ ღონისძიებას რესტორნების, ღვინის ბარების, სასტუმროების ქსელების 35 წარმომადგენელი დაესწრო.
თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. იაპონიის ქალაქ მაცუმოტოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
ქართული ღვინო ნაგანოს პრეფექტურაში, სადაც მდებარეობს ქალაქი მაცუმოტო, პირველად იყო წარმოდგენილი და მისი მიზანი მომხმარებლებში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდა და ღვინით ვაჭრობის ბაზარზე გაყიდვების ხელშეწყობა იყო.
დეგუსტაციაზე სულ 7 ღვინო იყო წარდგენილი – როგორც ევროპული სტილის, ისე ქვევრის ტექნოლოგიით დამზადებული.
ღონისძიებას რესტორნების, ღვინის ბარების, სასტუმროების ქსელების 35 წარმომადგენელი დაესწრო.
ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Red Bridge-ის დირექტორი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში და ცნობილი იაპონელი სომელიე მოტოჰირო ოკოში უძღვებოდნენ. კენიჩი ოჰაშის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია საქართველოს ისტორიის, ვაზის ადგილობრივი ჯიშებისა და ღვინის დაყენების მეთოდების მრავალფეროვნებას, ასევე ქართული ღვინის იაპონურ სამზარეულოსთან შეხამების გამოცდილებას მოიცავდა. უწყების ცნობით, ნაგანოს პრეფექტურა ღვინის მოხმარებით მესამე ადგილზეა იაპონიაში.