https://sputnik-georgia.com/20210909/ushbaze-alpinistebis-cxedrebi-ipoves-259448523.html
მაშველებმა უშბაზე დაკარგული ალპინისტი მამა-შვილის ცხედრები იპოვეს
მაშველებმა უშბაზე დაკარგული ალპინისტი მამა-შვილის ცხედრები იპოვეს
Sputnik საქართველო
გავრცელებული ინფორმაციით, ალპინისტები ოჯახს ბოლოს 28 აგვისტოს დაუკავშირდნენ და მას შემდეგ კონტაქტზე აღარ გასულან. 09.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-09T11:17+0400
2021-09-09T11:17+0400
2021-09-09T14:46+0400
ახალი ამბები
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/03/251635552_0:40:1377:815_1920x0_80_0_0_6b5b007eeba3ae1467ee94c8952d3163.jpg
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. მაშველებმა სვანეთში, მწვერვალ უშბაზე ორი მოლდოველი ალპინისტის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.ალპინისტების დაკარგვის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე საგანგებო სიტუაციების სამსახურმა რეაგირება მყისიერად მოახდინა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები დაიწყო.„სამძებრო ღონისძიებებს რთული მეტეოროლოგიური პირობები და ცუდი ხილვადობა ართულებდა. მაშველებს მწვერვალზე ქვეითად გადაადგილება უწევდათ. საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო“, – ნათქვამია განცხადებაში. ამ დროისათვის ცხედრები მესტიაშია გადასვენებული. ტარდება შესაბამისი პროცედურები.მოლდოველი ალპინისტების, მამა-შვილი კულიკოვების გაუჩინარების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია ოჯახის დიასახლისმა გალინა კულიკოვამ 6 სექტემბერს გაავრცელა.ქალის თქმით, ბოლოს ქმარ-შვილი 28 აგვისტოს 15:58 საათზე დაუკავშირდა. მას შემდეგ ისინი კავშირზე აღარ გამოსულან.
https://sputnik-georgia.com/20210906/usbaze-ezeben-alpinistebs-moldovidan-259371553.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/03/251635552_119:0:1259:855_1920x0_80_0_0_a82c3b020b634bffc1d33d675438134a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში
მაშველებმა უშბაზე დაკარგული ალპინისტი მამა-შვილის ცხედრები იპოვეს
11:17 09.09.2021 (განახლებულია: 14:46 09.09.2021) გავრცელებული ინფორმაციით, ალპინისტები ოჯახს ბოლოს 28 აგვისტოს დაუკავშირდნენ და მას შემდეგ კონტაქტზე აღარ გასულან.
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. მაშველებმა სვანეთში, მწვერვალ უშბაზე ორი მოლდოველი ალპინისტის ცხედარი იპოვეს.
ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
ალპინისტების დაკარგვის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე საგანგებო სიტუაციების სამსახურმა რეაგირება მყისიერად მოახდინა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები დაიწყო.
„სამძებრო ღონისძიებებს რთული მეტეოროლოგიური პირობები და ცუდი ხილვადობა ართულებდა. მაშველებს მწვერვალზე ქვეითად გადაადგილება უწევდათ. საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამ დროისათვის ცხედრები მესტიაშია გადასვენებული. ტარდება შესაბამისი პროცედურები.
მოლდოველი ალპინისტების, მამა-შვილი კულიკოვების გაუჩინარების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია ოჯახის დიასახლისმა გალინა კულიკოვამ 6 სექტემბერს გაავრცელა.
ქალის თქმით, ბოლოს ქმარ-შვილი 28 აგვისტოს 15:58 საათზე დაუკავშირდა. მას შემდეგ ისინი კავშირზე აღარ გამოსულან.