უშბაზე ეძებენ ალპინისტებს მოლდოვიდან

უშბა - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2021
გამოწერა
დაკარგულების ძებნის ოპერაციაში მაშველები ჩაერთვნენ. მათ მუშაობას ცუდი ხილვადობა და არახელსაყრელი ამინდი აფერხებს
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. სვანეთში, მწვერვალ უშბაზე ლაშქრობისას დაიკარგნენ ალპინისტები მოლდოვიდან - მამა-შვილი კულიკოვები, ამის შესახებ დაკარგულების დედა და მეუღლემ, გალინა კულიკოვამ Facebook-ზე დაწერა.
ქალის თქმით, ბოლოჯერ ქმარ-შვილი 28 აგვისტოს 15:58 საათზე დაუკავშირდა. მას მერე ისინი კავშირზე აღარ გამოსულან.
ცნობილია, რომ დაკარგულების ძებნის ოპერაციაში მაშველები ჩაერთვნენ. რაც შეეხება ვერტმფრენს, მის მუშაობას ცუდი ხილვადობა და არახელსაყრელი ამინდი აფერხებს.
„Sputnik-საქართველო“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაუკავშირდა. უწყების პრეს-სამსახურმა აცნობა სააგენტოს, რომ დილით დაუკავშირდება სვანეთში მყოფ მაშველებს და სამძებრო ოპერაციის შესახებ ბოლო ინფორმაციას გამოაქვეყნებს.
ყველა ახალი ამბავი
0