თორნიკე შენგელია ევროლიგის მოთამაშეთა ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს

© photo: Sputnik / Mikhail Serbin / გადასვლა მედიაბანკშითორნიკე შენგელია
თორნიკე შენგელია - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2021
გამოწერა
პრეზიდენტის პოსტზე შენგელიამ იტალიელი ჯიჯი დატომე შეცვალა.
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. კალათბურთში საქართველოს ნაკრების კაპიტანი და მოსკოვის „ცსკას“ ფორვარდი თორნიკე შენგელია ევროლიგის მოთამაშეთა ასოციაციის (ELPA) პრეზიდენტად აირჩიეს, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება ELPA-ს ასამბლეაზე მიიღეს, რომელიც ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში გაიმართა.
თორნიკე შენგელია - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2021
თორნიკე შენგელია VTB-ლიგის „ყველა ვარსკვლავის" მატჩში ითამაშებს
პრეზიდენტის პოსტზე შენგელიამ იტალიელი ჯიჯი დატომე შეცვალა, რომელმაც ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დაიკავა.

„ამაყი ვარ და ამავდროულად უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რადგან ასეთი მნიშვნელოვანი პოსტი ჩამაბარეს. რთული იქნება ჯიჯის შეცვლა, რომელმაც ორგანიზაციის შექმნასა და განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. მოუთმენლად ველი იმ დროს, როდესაც ბიჭებთან ერთად სამუშაო პროცესში სრულად ჩავერთვები და საშუალება მექნება, კალათბურთელთა მოქმედი და მომავალი თაობებისთვის რაიმე ღირებული გავაკეთო", – განაცხადა შენგელიამ.

ELPA ორი წლის წინ დაფუძნდა და მისი უმთავრესი მოვალეობა ევროლიგის მონაწილე კალათბურთელთა უფლებების დაცვაა.
თორნიკე შენგელია „ცსკაში“ გასული წლის ზაფხულიდან გამოდის, სადაც ის ესპანური „ბასკონიიდან“ გადავიდა. 29 წლის ქართველი ფორვარდის კონტრაქტი სამ წელზეა გათვლილი. ქართველი კალათბურთელის საშუალო მაჩვენებელი ერთ თამაშში შეადგენს 12,2 ქულას, 4,8 მოხსნას, 2,1 პასს, მისი ეფექტურობის კოეფიციენტია 13.
ყველა ახალი ამბავი
0