თორნიკე შენგელია VTB-ლიგის „ყველა ვარსკვლავის" მატჩში ითამაშებს

© photo: Sputnik / Михаил Сербин / გადასვლა მედიაბანკშითორნიკე შენგელია
თორნიკე შენგელია - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2021
გამოწერა
მატჩის მონაწილეთა შემადგენლობა გაირკვა კენჭისყრის შედეგად, რომელშიც გულშემატკივრები და მასმედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

თბილისი, 2 თებერვალი – Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი და მოსკოვის „ცსკას“ ფორვარდი თორნიკე შენგელია VTB-ს ერთიანი ლიგის „ყველა ვარსკვლავის" მატჩში მიიღებს მონაწილეობას.

მატჩის მონაწილეთა შემადგენლობა ქომაგებისა და მასმედიის წარმომადგენლებს შორის ჩატარებული კენჭისყრით გაირკვა. გუნდების ფორმირება შემდეგი წესებით მოხდა: თითოეულ გუნდში უნდა იყო 10-10 მოთამაშე – ხუთი მცველი და ხუთი წინა ხაზის მოთამაშე; თითოეულ ნაკრებში ერთი კლუბიდან ორზე მეტი მოთამაშე არ უნდა იყოს.

თორნიკე შენგელია - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2021
თორნიკე შენგელია კვლავ საუკეთესოა, ხოლო „ცსკა“ ევროლიგაში „ალბას“ უგებს

შენგელიას გარდა, „ცსკადან“ მსოფლიოს ნაკრებში მოხვდა მაიკ ჯეიმსი. თუმცა ბოლო დროს ამერიკელი არ თამაშობს „არმიელთა“ რიგებში და, შესაძლოა, მისი ადგილი ნიკოლა მილუტინოვმა დაიკავოს.

მსოფლიოს ნაკრების შემადგენლობა:

მაიკ ჯეიმსი, თორნიკე შენგელია (ორივე – „ცსკა“), აიზეა კენენი („უნიკსი“), ადას იუშკიავიჩიუსი („პარმა“), კევინ პანგოსი, მატეუშ პონიტკა (ორივე – „ზენიტი“), მანტას კალნიეტისი, მინდაუგას კუზმინსკასი, დრიუ გორდონი (ყველა – „ლოკომოტივ-ყუბანი“), ჯორდან მიკი („ხიმკი“).

რუსეთის ნაკრების შემადგენლობა:

ალექსეი შვედი, ვიაჩესლავ ზაიცევი (ორივე – „ხიმკი“), ნიკიტა მიხაილოვსკი („ავტოდორი“), მიხაილ კულაგინი („ენისეი“), ევგენი ბაბურინი, ანტონ ასტაპკოვიჩი (ორივე – „ნიჟნი ნოვგოროდი“), ნიკიტა კურბანოვი, ჯოელ ბოლომბოი (ორივე – „ცსკა“), ანდრეი ზუბკოვი („ზენიტი“), სტანისლავ ილნიცკი („ლოკომოტივ-ყუბანი“).

შენგელია „ცსკაში“ გასული ზაფხულიდან ასპარეზობს, სადაც ის ესპანური „ბასკონიიდან“ გადავიდა. ერთი თამაშის დროს ქართველი ფორვარდის საშუალო მაჩვენებელი შეადგენს 12,2 ქულას, 4,8 მოხსნას, 2,1 პასს. ეფექტურობის მაჩვენებელი - 13.

VTB-ს ერთიანი ლიგის „ყველა ვარსკვლავის“ მატჩი 14 თებერვალს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0