https://sputnik-georgia.com/20210909/saqartvelos-demokratias-safrtxe-emuqreba-ndi-arcevnebis-win-gancxadebas-avrcelebs-259479087.html
საქართველოს დემოკრატიას საფრთხე ემუქრება? – NDI არჩევნების წინ განცხადებას ავრცელებს
საქართველოს დემოკრატიას საფრთხე ემუქრება? – NDI არჩევნების წინ განცხადებას ავრცელებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. პოლიტიკური დაპირისპირება, რომელმაც საქართველო მოიცვა, ქვეყნის მიერ ბოლო 30 წლის განმავლობაში მიღწეულ დემოკრატიულ პროგრესს... 09.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-09T21:22+0400
2021-09-09T21:22+0400
2021-09-09T22:57+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24226/51/242265193_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_bd394538f32bcf084bba5dc9d2bdc475.jpg
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. პოლიტიკური დაპირისპირება, რომელმაც საქართველო მოიცვა, ქვეყნის მიერ ბოლო 30 წლის განმავლობაში მიღწეულ დემოკრატიულ პროგრესს საფრთხეს უქმნის, ნათქვამია აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.NDI-ს საერთაშორისო ექსპერტების გუნდმა პოლიტიკურ პარტიებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასთან მაღალი დონის ონლაინ შეხვედრები გამართა.გუნდს უძღვებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი, ვერმონტის შტატის ყოფილი გუბერნატორი და NDI-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჰოვარდ დინი, ევროკავშირის ყოფილი ელჩი საქართველოში და NDI-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი პერ ეკლუნდი, ფონდის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და NDI-ს ყოფილი პრეზიდენტი კენეტ უოლაკი.NDI-ში აცხადებენ, რომ 2021 წლის თებერვალში ჩატარებული საზოგადოების აზრის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას პოლიტიკური ლიდერების თანამშრომლობისა და დემოკრატიული მისწრაფებების განხორციელების იმედი აქვს.„დემოკრატია მუდმივ პროგრესს მოითხოვს, ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენცია კი ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. სამწუხაროდ, დესტრუქციული პოლიტიკური მეტოქეობა ქვეყანას, ინსტიტუტებსა და მოქალაქეებს ზიანს აყენებს. დემოკრატიის გასაძლიერებლად აუცილებელია დიალოგი, ჩართულობა და კომპრომისი. ქართველ ხალხსა და საერთაშორისო საზოგადოებას ქვეყნისთვის მაღალი სტანდარტები აქვთ დაწესებული“, – განაცხადა აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მადლენ ოლბრაიტმა.აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გახანგრძლივებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა საერთაშორისო საზოგადოებაში შეშფოთება გამოიწვია და საქართველოს მთავრობის დემოკრატიული, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულების მიმართ კითხვები გააჩინა. NDI-ს 2021 წლის ივლისის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არ მიაჩნია, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრობს.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოახლოებული არჩევნები საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს აძლევს შესაძლებლობას, დაამტკიცონ თავიანთი ერთგულება დემოკრატიული პრინციპებისადმი.NDI-ში აღნიშნეს, რომ პარტიებს შეუძლიათ გაზარდონ ნდობა არჩევნების მიმართ მოქალაქეთა საჭიროებებზე ფოკუსირებით და დემოკრატიული პრინციპების ერთგულებით.განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ NDI კვლავაც გააგრძელებს არჩევნების დღემდე და მის შემდეგაც საქართველოში განვითარებული მოვლენების ყურადღებით შეფასებას.
https://sputnik-georgia.com/20210812/NDI-saqarTvelos-mosaxleobas-arc-erTi-partia-ar-moswons-252566820.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24226/51/242265193_227:22:1978:1335_1920x0_80_0_0_23c60bcd181f0b74a2cd01a8a186de69.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. პოლიტიკური დაპირისპირება, რომელმაც საქართველო მოიცვა, ქვეყნის მიერ ბოლო 30 წლის განმავლობაში მიღწეულ დემოკრატიულ პროგრესს საფრთხეს უქმნის, ნათქვამია აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
NDI-ს საერთაშორისო ექსპერტების გუნდმა პოლიტიკურ პარტიებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასთან მაღალი დონის ონლაინ შეხვედრები გამართა.
გუნდს უძღვებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი, ვერმონტის შტატის ყოფილი გუბერნატორი და NDI-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჰოვარდ დინი, ევროკავშირის ყოფილი ელჩი საქართველოში და NDI-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი პერ ეკლუნდი, ფონდის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და NDI-ს ყოფილი პრეზიდენტი კენეტ უოლაკი.
„ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში საქართველო რეგიონში სანიმუშო ადგილს იკავებდა, რასაც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გატარებული დემოკრატიული რეფორმები ამყარებდა. ბოლოდროინდელი საარჩევნო რეფორმების შედეგად მიღებული სამართლებრივი ჩარჩო პროპორციულ წარმომადგენლობაზე და კონსენსუსზე ორიენტირებულ სისტემას უწყობს ხელს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
NDI-ში აცხადებენ, რომ 2021 წლის თებერვალში ჩატარებული საზოგადოების აზრის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას პოლიტიკური ლიდერების თანამშრომლობისა და დემოკრატიული მისწრაფებების განხორციელების იმედი აქვს.
„დემოკრატია მუდმივ პროგრესს მოითხოვს, ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენცია კი ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. სამწუხაროდ, დესტრუქციული პოლიტიკური მეტოქეობა ქვეყანას, ინსტიტუტებსა და მოქალაქეებს ზიანს აყენებს. დემოკრატიის გასაძლიერებლად აუცილებელია დიალოგი, ჩართულობა და კომპრომისი. ქართველ ხალხსა და საერთაშორისო საზოგადოებას ქვეყნისთვის მაღალი სტანდარტები აქვთ დაწესებული“, – განაცხადა აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მადლენ ოლბრაიტმა.
აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გახანგრძლივებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა საერთაშორისო საზოგადოებაში შეშფოთება გამოიწვია და საქართველოს მთავრობის დემოკრატიული, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულების მიმართ კითხვები გააჩინა. NDI-ს 2021 წლის ივლისის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არ მიაჩნია, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრობს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოახლოებული არჩევნები საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს აძლევს შესაძლებლობას, დაამტკიცონ თავიანთი ერთგულება დემოკრატიული პრინციპებისადმი.
„სამწუხაროდ, საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები ახალი არ არის. ეს პრობლემები ქვეყნის წინაშე სხვადასხვა მთავრობების დროს იდგა. ყველა პოლიტიკური ლიდერი პასუხისმგებელია უზრუნველყოს, რომ ეს გამოწვევები მომავალ ადმინისტრაციებსაც არ გადაეცეს“, – განაცხადა ევროკავშირის ყოფილმა ელჩმა პერ ეკლუნდმა.
NDI-ში აღნიშნეს, რომ პარტიებს შეუძლიათ გაზარდონ ნდობა არჩევნების მიმართ მოქალაქეთა საჭიროებებზე ფოკუსირებით და დემოკრატიული პრინციპების ერთგულებით.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ NDI კვლავაც გააგრძელებს არჩევნების დღემდე და მის შემდეგაც საქართველოში განვითარებული მოვლენების ყურადღებით შეფასებას.