საქართველო ღვინის ტურიზმის მეხუთე გლობალურ კონფერენციაში მონაწილეობს

© Pixabayპორტუგალია
პორტუგალია - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2021
გამოწერა
ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენცია 2016 წელს საქართველოში, კახეთის რეგიონში გაიმართა, რომლის ფარგლებში ღვინის ტურიზმის დეკლარაცია იქნა მიღებული.
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. საქართველო ღვინის ტურიზმის რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ეგიდით დაგეგმილ კონფერენციას პორტუგალიის ქალაქი ალენტეხო 8–10 სექტემბრის პერიოდში მასპინძლობს.
კონფერენციაზე საქართველოს დელეგაციას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ხელმძღვანელობს.
თვითმფრინავი ცაში - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2021
საქართველოსა და პორტუგალიას შორის შესაძლოა პირდაპირი ავიარეისები შესრულდეს
ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის მინისტერიალი, რომელზეც მსოფლიოში ღვინის ტურიზმის წამყანი ქვეყნების – ესპანეთის, საფრანგეთის, იტალიის, პორტუგალიის, საბერძნეთის წარმომადგენლებთან ერთად სიტყვით მარიამ ქვრივიშვილიც გამოვა. ასევე დაგეგმილია საქართველოს დელეგაციის წევრების მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები.
კონფერენციის მონაწილეები იმსჯელებენ ღვინის ტურიზმის მნიშვნელობაზე, კოვიდ-პანდემიის პირობებში უსაფრთხო ტურიზმის აღდგენასა და გლობალურ გამოწვევებზე.
ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენცია 2016 წელს საქართველოში, კახეთის რეგიონში გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ღვინის ტურიზმის დეკლარაცია იქნა მიღებული.
ყველა ახალი ამბავი
0