საქართველოსა და პორტუგალიას შორის შესაძლოა პირდაპირი ავიარეისები შესრულდეს

© photo: Sputnikთვითმფრინავი ცაში
თვითმფრინავი ცაში - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2021
გამოწერა
საქართველოსა და პორტუგალიას არასდროს აკავშირებდა პირდაპირი ავიამიმოსვლა, ორ ქვეყანას შორის მოგზაურობის მსურველებს გადაჯდომა უწევდათ.
თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი პორტუგალიის ეროვნული ავიაკომპანია TAP Air Portugal-ის პრეზიდენტს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიაკავშირის საკითხი განიხილა, იუწყება „პირველი არხი“.
„შეხვედრა გავმართეთ პორტუგალიის ეროვნული ავიაკომპანიის TAP Air Portugal პრეზიდენტთან. დავიწყეთ მოლაპარაკება პორტუგალიიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისების დანიშვნის შესაძლებლობაზე. საქართველოს ავიაციის სექტორის შთამბეჭდავი აღდგენის ტემპი და ტურიზმის სექტორის უდიდესი პოტენციალი – პოზიტიურ მოლოდინებს გვიქმნის პირდაპირი რეისების დანიშვნის შესაძლებლობაზე“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
საქართველოსა და პორტუგალიას შორის პირდაპირი ავიარეისები არც პანდემიამდე სრულდებოდა. მოგზაურობის მსურველებს უწევდათ გადაჯდომა, ამიტომ ამ ქვეყნიდან ტურისტული ნაკადი მცირე იყო.
ტურისტები - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2021
აგვისტოში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა ექვსჯერ გაიზარდა
დიპლომატიური ურთიერთობა საქართველოსა და პორტუგალიას შორის 1992 წელს დამყარდა. საქართველოში არ არის პორტუგალიის საელჩო, თუმცა თბილისში ამ ქვეყნის საპატიო საკონსულო მდებარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0