https://sputnik-georgia.com/20210908/agvistoshi-ucxoeli-vizitorebis-raodenoba-eqvsjer-gaizarda-259404426.html
აგვისტოში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა ექვსჯერ გაიზარდა
აგვისტოში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა ექვსჯერ გაიზარდა
Sputnik საქართველო
მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, უცხოელი ტურისტებისთვის საქართველო ერთ-ერთ მიმზიდველ ქვეყნად რჩება. 08.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-08T09:41+0400
2021-09-08T09:41+0400
2021-09-08T14:23+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
ტურიზმი საქართველოში
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1b/252430590_0:200:3068:1926_1920x0_80_0_0_bf401046b7ec021c545cfd945c76eeaf.jpg
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში აგვისტოში საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 538%-ით გაიზარდა, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.აგვისტოში საქართველოში 308,7 ათასი საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, აქედან 247,3 ათასი ტურისტული იყო. ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 615,2%-ით გაიზარდა. მიუხედავად ასეთი დიდი სხვაობისა გასულ წელთან შედარებით, საერთაშორისო ვიზიტების წლევანდელი აგვისტოს მაჩვენებელი 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით მინუს 77,3%-ს შეადგენს.მთლიანად 2021 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში კი ვიზიტების რაოდენობამ დაახლოებით 1,1 მილიონი შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 31,7%-ით ნაკლებია.როგორ შემოდიან ტურისტები საქართველოშიაგვისტოში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი რუსეთიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან და საუდის არაბეთიდან განხორციელდა. საქართველოში ყველაზე მეტი უცხოელი საჰაერო და სახმელეთო გზით შემოდის.აგვისტოში ქვეყანაში ტურისტების ძირითადი ნაწილი საჰაერო გზით, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გავლით შემოვიდა, აღნიშნულ აეროპორტებზე მოდის ტურისტების თითქმის ნახევარი.მეორე ადგილზეა სახმელეთო გზა. ამ კუთხით ლიდერობს „ყაზბეგის" საკონტროლო-გამშვები პუნქტი, მეორე ადგილზე კი „სარფის" სასაზღვრო-გამშვები პუნქტია.რას აკეთებს საქართველო ტურიზმისთვისკორონავირუსის პანდემიამდე საქართველოს ეკონომიკაში ტურიზმის წილი 10%-ს შეადგენდა, ამიტომაც ამ დარგის აღდგენა ქვეყნის ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესია.იმისთვის, რომ ეკონომიკა აღდგეს და ტურისტები ქვეყანაში დაბრუნდნენ, საქართველომ კოვიდ-შეზღუდვების ეტაპობრივად გაუქმება და საზღვრების გახსნა დაიწყო. 1 თებერვლიდან საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა აღდგა. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, მაისში, პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, ფრენების რაოდენობა 65%-ით აღდგა. 2021 წლის აგვისტოს ჩათვლით კი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 98%-ით აღდგა ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც საქართველოს მიმართულებით ფრენებს ახორციელებენ; 91%-ით აღდგა ფრენების მიმართულება; 81%-ით – ფრენების სიხშირე; 72%-ით – ქვეყნების რაოდენობა და 70%-ით – მგზავრთნაკადი. 1 ივნისიდან საქართველომ სახმელეთო საზღვრებიც გახსნა.საქართველოში საჰაერო გზით შემოსვლის მსურველებმა ვაქცინაციის სრული კურსის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად უნდა წარმოადგინონ კორონავირუსზე PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი. მათ ქვეყნის ტერიტორიაზე როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში უნდა ატარონ პირბადე და კაფე–რესტორნებსა და კლუბებს 22:00 საათამდე ეწვიონ. დღისით კი ქართული კურორტები უცხოელ ვიზიტორებს მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობენ.
https://sputnik-georgia.com/20210318/ucxoeli-vizitorebistvis-qveyanashi-shemosvlis-wesebi-msubuqdeba-251206253.html
https://sputnik-georgia.com/20210824/-israelma-saqartvelo-witeli-qveynebis-siidan-amoiro-258214950.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1b/252430590_419:233:2840:2048_1920x0_80_0_0_3bf99fa26299a1f4dc9ecc74789a8c63.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება, ახალი ამბები, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა
აგვისტოში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა ექვსჯერ გაიზარდა
09:41 08.09.2021 (განახლებულია: 14:23 08.09.2021) მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, უცხოელი ტურისტებისთვის საქართველო ერთ-ერთ მიმზიდველ ქვეყნად რჩება.
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში აგვისტოში საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 538%-ით გაიზარდა,
იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
აგვისტოში საქართველოში 308,7 ათასი საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, აქედან 247,3 ათასი ტურისტული იყო. ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 615,2%-ით გაიზარდა.
მიუხედავად ასეთი დიდი სხვაობისა გასულ წელთან შედარებით, საერთაშორისო ვიზიტების წლევანდელი აგვისტოს მაჩვენებელი 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით მინუს 77,3%-ს შეადგენს.
მთლიანად 2021 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში კი ვიზიტების რაოდენობამ დაახლოებით 1,1 მილიონი შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 31,7%-ით ნაკლებია.
როგორ შემოდიან ტურისტები საქართველოში
აგვისტოში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი რუსეთიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან და საუდის არაბეთიდან განხორციელდა. საქართველოში ყველაზე მეტი უცხოელი საჰაერო და სახმელეთო გზით შემოდის.
აგვისტოში ქვეყანაში ტურისტების ძირითადი ნაწილი საჰაერო გზით, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გავლით შემოვიდა, აღნიშნულ აეროპორტებზე მოდის ტურისტების თითქმის ნახევარი.
მეორე ადგილზეა სახმელეთო გზა. ამ კუთხით ლიდერობს „ყაზბეგის" საკონტროლო-გამშვები პუნქტი, მეორე ადგილზე კი „სარფის" სასაზღვრო-გამშვები პუნქტია.
რას აკეთებს საქართველო ტურიზმისთვის
კორონავირუსის პანდემიამდე საქართველოს ეკონომიკაში ტურიზმის წილი 10%-ს შეადგენდა, ამიტომაც ამ დარგის აღდგენა ქვეყნის ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესია.
იმისთვის, რომ ეკონომიკა აღდგეს და ტურისტები ქვეყანაში დაბრუნდნენ, საქართველომ კოვიდ-შეზღუდვების ეტაპობრივად გაუქმება და საზღვრების გახსნა დაიწყო.
1 თებერვლიდან საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა აღდგა. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, მაისში, პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, ფრენების რაოდენობა 65%-ით აღდგა. 2021 წლის აგვისტოს ჩათვლით კი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 98%-ით აღდგა ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც საქართველოს მიმართულებით ფრენებს ახორციელებენ; 91%-ით აღდგა ფრენების მიმართულება; 81%-ით – ფრენების სიხშირე; 72%-ით – ქვეყნების რაოდენობა და 70%-ით – მგზავრთნაკადი. 1 ივნისიდან საქართველომ სახმელეთო საზღვრებიც გახსნა.
საქართველოში საჰაერო გზით შემოსვლის მსურველებმა ვაქცინაციის სრული კურსის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად უნდა წარმოადგინონ კორონავირუსზე PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი. მათ ქვეყნის ტერიტორიაზე როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში უნდა ატარონ პირბადე და კაფე–რესტორნებსა და კლუბებს 22:00 საათამდე ეწვიონ. დღისით კი ქართული კურორტები უცხოელ ვიზიტორებს მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობენ.