უცხოელი ვიზიტორებისთვის ქვეყანაში შემოსვლის წესები შემსუბუქდა

© photo : courtesy of press-service of Ministry of Health, Labour and Social Affairs of Georgiaთვითმფრინავი
თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
გამოწერა
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა აიძულა საზღვრები ჩაეკეტათ, გამონაკლისი არც საქართველო ყოფილა.

თბილისი, 18 მარტი – Sputnik. უცხოეთის იმ მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ Johnson&Johnson-ის ვაქცინით ერთჯერადი აცრა ჩატარებული, საქართველოში შეუფერხებლად შემოსვლის უფლება ეძლევათ. 

თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
საქართველოში შემოსვლის წესები 2021 წლის მარტში, აპრილში და მაისში

საქართველოს მთავრობამ შესაბამისი ცვლილებები იზოლაციისა და კარანტინის წესში 17 მარტს შეიტანა. შესაბამისი დადგენილება „საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

როგორც ცნობილია, Johnson&Johnson-ის პრეპარატით სრული ვაქცინაციისთვის, სხვა ვაქცინებისგან განსხვავებით, მხოლოდ ერთი აცრის ჩატარებაა აუცილებელი.

სხვა ვაქცინების შემთხვევაში ქვეყანაში შემომსვლელმა ნებისმიერმა პირმა უნდა წარმოადგინოს ვაქცინაციის სრული კურსის (2 აცრა) ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

„უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ნებისმიერი პირი (მოქალაქეობის მიუხედავად) ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო johnson&Johnson-ის შემთხვევაში – ერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში არ ექვემდებარება ამ დადგენილებით განსაზღვრულ შეზღუდვებს“, – ნათქვამია  დოკუმენტში.

თუ პირს ვაქცინაცია გავლილი არ აქვს, მაშინ მას რიგი მოთხოვნების შესრულება მოუწევს.

ევროკავშირისა და ზოგიერთი სხვა სახელმწიფოს მოქალაქეები საქართველოს ტერიტორიაზე საჰაერო გზით შემოსვლას შეძლებენ უარყოფითი PCR-ტესტის წარმოდგენის შემთხვევაში, რომელიც ჩამოსვლამდე არაუგვიანეს 72 საათის განმავლობაშია გაკეთებული. ჩამოსვლიდან მესამე დღეს ისინი ვალდებული არიან საკუთარი ხარჯით განმეორებითი ტესტი გაიკეთონ.

ჯანმო მოუწოდებს, დააკვირდნენ Johnson & Johnson-ის ვაქცინის გვერდით ეფექტებს>>>

ამერიკული კონცერნი Johnson&Johnson-ის მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ევროკომისიისა და ევროკავშირის პროფილური უწყების მიერ უკვე ნებადართულია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ასევე რეკომენდაციას გასცემს კომპანია Johnson&Johnson-ის ვაქცინის გამოყენებაზე და მიანიშნებს მის ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე.

2021 წლის 1 თებერვლიდან საქართველომ რეგულარულ საერთაშორისო ავიამიმოსვლაზე ყველა შეზღუდვა გააუქმა. ქვეყანაში შემოსვლა მხოლოდ საჰაერო გზითაა ნებადართული. საქართველოს სახმელეთო საზღვარი ვიზიტორებისთვის კვლავ ჩაკეტილია.

ყველა ახალი ამბავი
0