სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოშია

© Sputnik / STRINGER / გადასვლა მედიაბანკშინიკოლ ფაშინიანი
ნიკოლ ფაშინიანი - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2021
გამოწერა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი თავის ქართველ კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდება.
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია, იუწყება საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახური.
დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი პირველ შეხვედრას გამართავს თავის ქართველ კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილთან. დაგეგმილია მაღალი დონის სომხურ–ქართული მოლაპარაკებები, რის შემდეგაც სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრები მასმედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
ვიზიტის ფარგლებში ფაშინიანი შეხვედრას გამართავს ასევე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.
ნიკოლ ფაშინიანი თბილისელ სომხებთან შეხვედრაზე - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2021
ფაშინიანის ვიზიტი საქართველოში: რას ელიან სომხეთში ამ ვიზიტისგან
გარდა ამისა, ფაშინიანი დელეგაციის წევრებთან ერთად გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.
„ხავერდოვანი რევოლუციის" შემდეგ ეს ფაშინიანის მესამე ოფიციალური ვიზიტია საქართველოში პრემიერ-მინისტრის რანგში. ფაშინიანის პირველი ვიზიტი საქართველოში 2018 წლის მაისში შედგა. იმავე წლის სექტემბერში ერევანს ეწვია ქართული დელეგაცია პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით. ხოლო 2019 წლის ოქტომბერში სომხეთში ჩავიდა დელეგაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით.
2021 წლის მაისში სომხეთში საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი ჩავიდა.
ყველა ახალი ამბავი
0