საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა

© photo: Sputnik / Asatur Yesayants / გადასვლა მედიაბანკშინიკოლ ფაშინიანი
ნიკოლ ფაშინიანი - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2021
გამოწერა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი თავის ქართველ კოლეგას ირაკლი ღარიბაშვილსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდება.
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 8 სექტემბერს საქართველოს ეწვევა ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით, იუწყება საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახური.
დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში ფაშინიანი შეხვედრას გამართავს თავის ქართველ კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილთან და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის სომხურ–ქართული მოლაპარაკებები, რის შემდეგაც სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრები მასმედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. გარდა ამისა, ფაშინიანი დელეგაციის წევრებთან ერთად გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.
ნიკოლ ფაშინიანი თბილისელ სომხებთან შეხვედრაზე - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2021
ფაშინიანის ვიზიტი საქართველოში: რას ელიან სომხეთში ამ ვიზიტისგან
„ხავერდოვანი რევოლუციის" შემდეგ ეს ფაშინიანის მესამე ოფიციალური ვიზიტია საქართველოში პრემიერ-მინისტრის რანგში. ფაშინიანის პირველი ვიზიტი საქართველოში 2018 წლის მაისში შედგა. იმავე წლის სექტემბერში ერევანს ეწვია ქართული დელეგაცია პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით. ხოლო 2019 წლის ოქტომბერში სომხეთში ჩავიდა დელეგაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით.
2021 წლის მაისში სომხეთში საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი ჩავიდა.
ყველა ახალი ამბავი
0