https://sputnik-georgia.com/20210908/saqartvelos-da-somxetis-sagareo-saqmeta-ministrebma-tbilissi-sexvedra-gamartes-detalebi-259441775.html
საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თბილისში შეხვედრა გამართეს: დეტალები
საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თბილისში შეხვედრა გამართეს: დეტალები
Sputnik საქართველო
საქართველოსა და სომხეთის მთავარმა დიპლომატებმა რეგიონის უსაფრთხოებისა და სატრანსპორტო დერეფნის საკითხები განიხილეს 08.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-08T21:42+0400
2021-09-08T21:42+0400
2021-09-08T21:42+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
კავკასია
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22998/16/229981631_0:355:1024:931_1920x0_80_0_0_a2a33f6b4e9b3c9ba91e176bedc7d1d0.jpg
თბილისი, 8 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და მისმა სომეხმა კოლეგამ არარატ მირზოიანმა თბილისში სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართეს და რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს, იუწყება Sputnik-სომხეთი.სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების ფართო დღის წესრიგის საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოხატეს.არარატ მირზოიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. ამ კონტექსტში მხარეებმა „სპარსეთის ყურე - შავი ზღვის“ სატრანსპორტო დერეფნის პერსპექტივაზე ისაუბრეს.მირზოიანმა რეგიონული კომუნიკაციების გახსნის დიდ მნიშვნელობაზეც მიუთითა, რაც ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაფართოების ახალ შესაძლებლობებს შექმნის. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა 15 სომეხი სამხედრო ტყვის დასაბრუნებლად შუამავლის როლის შესრულებისთვის.მან ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში ყარაბაღის საკითხზე მოლაპარაკების განახლების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
https://sputnik-georgia.com/20210908/yarabaris-omi-da-axali-sesazeblobebi-raze-isaubres-tbilissi-fasinianma-da-raribasvilma-259436556.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22998/16/229981631_0:144:1024:912_1920x0_80_0_0_7895565c75826672fad70b3eef201375.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, კავკასია, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა, ახალი ამბები, კავკასია, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თბილისში შეხვედრა გამართეს: დეტალები
საქართველოსა და სომხეთის მთავარმა დიპლომატებმა რეგიონის უსაფრთხოებისა და სატრანსპორტო დერეფნის საკითხები განიხილეს
თბილისი, 8 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და მისმა სომეხმა კოლეგამ არარატ მირზოიანმა თბილისში სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართეს და რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს, იუწყება
Sputnik-სომხეთი. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების ფართო დღის წესრიგის საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოხატეს.
არარატ მირზოიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. ამ კონტექსტში მხარეებმა „სპარსეთის ყურე - შავი ზღვის“ სატრანსპორტო დერეფნის პერსპექტივაზე ისაუბრეს.
მირზოიანმა რეგიონული კომუნიკაციების გახსნის დიდ მნიშვნელობაზეც მიუთითა, რაც ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაფართოების ახალ შესაძლებლობებს შექმნის. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა 15 სომეხი სამხედრო ტყვის დასაბრუნებლად შუამავლის როლის შესრულებისთვის.
მან ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში ყარაბაღის საკითხზე მოლაპარაკების განახლების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.