ყარაბაღის ომი და ახალი შესაძლებლობები: რაზე ისაუბრეს თბილისში ფაშინიანმა და ღარიბაშვილმა

© photo: Sputnik / Stringerნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი საქართველოში
ნიკოლ  ფაშინიანის ვიზიტი საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2021
გამოწერა
ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურებმა შეხვედრაზე რეგიონული თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს.
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. სომხეთის პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა პირდაპირ უკავშირდება საქართველოს და, ზოგადად, რეგიონის სტაბილურობას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავის სომეხ კოლეგასთან ნიკოლ ფაშინიანთან ერთობლივ ბრიფინგზე.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 8 სექტემბერს საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. მან პირველი შეხვედრა ქართველ კოლეგასთან გამართა.

„მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ბატონ პრემიერ-მინისტრს არჩევნებში გამარჯვება, რომელიც მან რამდენიმე ხნის წინ მოიპოვა. ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ დაიწყოს ახალი ერა სომხეთისთვის და სომეხი ხალხისთვის. მე გავეცანი ბატონი პრემიერის ახალ ხედვას, რომელიც უკავშირდება მხოლოდ განვითარებას, სტაბილურ განვითარებას მისი ქვეყნის და სომეხი ხალხის კეთილდღეობას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, ყარაბაღის ომი რეგიონისთვის რთული გამოწვევა იყო.
„მაგრამ ახლა, გავეცანი რა ბატონი პრემიერის ახალ ხედვას, მე მჯერა, რომ აღნიშნული გამოწვევა გარდაიქმნება ახალ შესაძლებლობად. შესაძლებლობად, რომელიც მოუტანს კეთილდღეობას სომხეთს და სომეხ ხალხს. მე მინდა ასევე ვთქვა, რომ ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთის სტაბილურობას, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ სტაბილურობას, და ეს პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის და, ზოგადად, რეგიონის სტაბილურობას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მან დასძინა, რომ ამ საერთო რეგიონულ მიზანს სამ სიტყვაში ჩაატევდა – ეს არის მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა, რაც რეგიონის სამივე ქვეყანას აერთიანებს.
© photo: Sputnik / Stringerნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი საქართველოში
Официальный визит премьер-министра Армении  Никола Пашиняна в Грузию - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2021
ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი საქართველოში

ტყვეების გათავისუფლება

ივნისის დასაწყისში აზერბაიჯანმა გაათავისუფლა 15 ტყვე – ყარაბახის კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის მოქალაქეები. ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური შუამდგომლობით მოხდა.
საპასუხოდ სომხეთის მხარემ აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი მასალები გადასცა ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მეშვეობით.

„ეს წარმატებული პრეცედენტი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ კიდევ მეტი შეგვიძლია გავაკეთოთ. პრემიერს დავუდასტურე სრული მზადყოფნა იმისთვის, რომ საქართველომ გააგრძელოს აქტიური მედიაციის როლი იმისთვის, რომ აღდგეს ნდობა, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და საფუძველთა საფუძველი ჩვენი შემდგომი თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

სომხეთის პრემიერმა, თავის მხრივ, ღარიბაშვილს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ივნისში სომხეთის 15 მოქალაქის ტყვეობიდან გათავისუფლებაში მხარდაჭერისთვის.
„ხუმრობით ვამბობ, რომ ამ ორი დღის განმავლობაში მე საქართველოს პრემიერთან უფრო მქონდა კონტაქტი, ვიდრე წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენს ამომრჩეველთან. ამ დღეებში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი პირადი ურთიერთობის ახალი დონის ჩამოყალიბება. ამ დღეებში ჩამოყალიბებული ატმოსფერო ძალიან კარგი საფუძველია იმის, რომ ჩვენი ქვეყნებისა და მთავრობების ურთიერთობები უფრო შედეგიანი და პროდუქტიული იყოს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ახალი პროექტები

საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მხარეები მზად არიან ახალ თანამშრომლობასთან დაკავშირებული იდეებისა და ახალი პროექტების განსახილველად.

„ეტაპობრივად ეს რეგიონი გარდავქმნათ ახალი შესაძლებლობების, განვითარებისა და მშვიდობის რეგიონად. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ხედვა და ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, უახლოეს მომავალში, სომხეთში ახალი მთავრობის დაკომპლექტების შემდეგ, მხარეები მთავრობათშორისი კომისიის საქმიანობას გაააქტიურებენ.
„მე ბატონ ღარიბაშვილს წარვუდგინე მთავრობის პროგრამაში ასახული რეგიონული თემებისა და რეგიონული გადაწყვეტების შესახებ ის წინადადებები და იდეები, რაც გვაქვს ჩვენ... ჩვენ განვიხილეთ ასევე ის შესაძლებლობები, რომელიც არსებობს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

საუკუნოვანი მეგობრობა

პრესკონფერენციის დასასრულს ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.

„რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყნებსა და ჩვენს ხალხებს ერთმანეთთან საუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებს. უნდა გავაგრძელო ბატონი ღარიბაშვილის მიერ გამოთქმული აზრი – დღევანდელი ჩვენი განხილვების მნიშვნელოვანი აზრი იყო ის, რომ ჩვენი საუბრის უმეტესი ნაწილი მივუძღვენით ჩვენი რეგიონისთვის მშვიდობიანი განვითარების დღის წესრიგს, რის შესახებაც მე და ჩვენი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ჩვენ ხალხს ვესაუბრეთ ბოლო პერიოდში გამართულ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

„ხავერდოვანი რევოლუციის" შემდეგ ეს ფაშინიანის მესამე ოფიციალური ვიზიტია საქართველოში პრემიერ-მინისტრის რანგში. ფაშინიანის პირველი ვიზიტი საქართველოში 2018 წლის მაისში შედგა. იმავე წლის სექტემბერში ერევანს ეწვია ქართული დელეგაცია პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით. ხოლო 2019 წლის ოქტომბერში სომხეთში ჩავიდა დელეგაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით.
2021 წლის მაისში სომხეთში საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი ჩავიდა.
ყველა ახალი ამბავი
0