სანიოლი: ხანდახან იმედგაცრუება საჭიროა, რომ მომავალში უკეთესი გახდე

© Facebook / Georgian Football Federationსაქართველოს საფეხბურთო ნაკრები
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2021
გამოწერა
საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბრის სანაკრებო პაუზის ბოლო შეხვედრას სოფიაში ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს.
თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. ბოლო დღეებში ფეხბურთელებთან ბევრი ვისაუბრე და საუბრები, რომელიც გვქონდა, საკმაოდ ნაყოფიერი გამოვიდა, განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ბულგარეთთან დაგეგმილ ამხანაგურ მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2021
ვილი სანიოლმა შემადგენლობა დაასახელა – ნაკრებში ხუთი დებიუტანტია
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა მოახლოებულ მატჩამდე ეროვნულ ნაკრებში არსებულ განწყობასა და გეგმებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, წინა შეხვედრებთან შედარებით გულშემატკივარი განსხვავებულ საქართველოს ნაკრებს იხილავს.

„ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გავიზარდოთ და გავიაზროთ, რომ თუ გვსურს ეროვნული ნაკრები განვითარდეს, ყოველდღიურად უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ. ხანდახან იმედგაცრუება საჭიროა იმისთვის, რომ მომავალში უკეთ იმუშაო. დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ და, მით უმეტეს, ოქტომბერ-ნოემბერში მოედანზე განსხვავებულ გუნდს ვიხილავთ, რომლითაც მთელი ქვეყანა იამაყებს“, – განაცხადა ნაკრების თავკაცმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ბულგარელებთან მატჩისთვის 24 ფეხბურთელით ემზადება. გუშინ გუნდს „ულსან ჰიუნდაის“ შემტევი ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი გამოაკლდა.
დღეს საქართველოს ნაკრები სოფიაში ამხანაგურ მატჩს ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს. ეროვნული გუნდი აღნიშნული მატჩით სექტემბერის სანაკრებო ფანჯარას დაასრულებს. საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებებს შორის შეხვედრა თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.
ყველა ახალი ამბავი
0