https://sputnik-georgia.com/20210908/sacxovrebeli-fartebi-55-ojaxs-daukanonda-259435034.html
საცხოვრებელი ფართები თბილისში კიდევ 55 ოჯახს დაუკანონდა
საცხოვრებელი ფართები თბილისში კიდევ 55 ოჯახს დაუკანონდა
Sputnik საქართველო
თბილისის მერიაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შესული, რომელთა განხილვა ეტაპობრივად მიმდინარეობს. 08.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-08T18:17+0400
2021-09-08T18:17+0400
2021-09-08T22:04+0400
ახალი ამბები
სოციალური სფერო საქართველოში
თბილისის მერია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0e/249210497_0:63:3414:1983_1920x0_80_0_0_8b35ccf9076ef0700db012a066f9b2a7.jpg
თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ სამგორის რაიონში 55 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადასცა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.ოჯახებს საცხოვრებელი ფართები რამდენიმეწლიანი ლოდინის შემდეგ სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცა.მისი თქმით, თბილისის მერიაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შესული, რომელთა განხილვა ეტაპობრივად მიმდინარეობს. საცხოვრებელ ფართში ხანგრძლივი დროით მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ მიმართონ თავიანთი რაიონის გამგეობას, სადაც მოხდება მოკვლევა. გამგეობაში წარსადგენად საჭიროა მოქალაქის განცხადება დაკავებული ფართის მისამართის და საკადასტრო კოდის მითითებით. ასევე მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომელშიც დასტურდება პირის მისამართზე ცხოვრების ფაქტი და ხანგრძლივობა. ასევე საჭიროა ცნობა საჯარო რეესტრიდან პირის და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული პროგრამა არ შეეხება სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების მეპატრონეებს.
https://sputnik-georgia.com/20210622/meria-dazaralebulebs-daakmayofipebs-252094258.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0e/249210497_342:0:3071:2047_1920x0_80_0_0_c7dbc0f05de8885c191bcf4ec36f8ed1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, სოციალური სფერო საქართველოში, თბილისის მერია
ახალი ამბები, სოციალური სფერო საქართველოში, თბილისის მერია
საცხოვრებელი ფართები თბილისში კიდევ 55 ოჯახს დაუკანონდა
18:17 08.09.2021 (განახლებულია: 22:04 08.09.2021) თბილისის მერიაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შესული, რომელთა განხილვა ეტაპობრივად მიმდინარეობს.
თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ სამგორის რაიონში 55 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადასცა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ოჯახებს საცხოვრებელი ფართები რამდენიმეწლიანი ლოდინის შემდეგ სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცა.
„აღნიშნული პროგრამა გრძელდება და ფართების დაკანონების მსურველ ადამიანებს მომავალშიც გვერდით დავუდგებით. მთლიანობაში ამ დროისათვის საცხოვრებელი ფართებით უკვე 2 ათასზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, თბილისის მერიაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შესული, რომელთა განხილვა ეტაპობრივად მიმდინარეობს.
საცხოვრებელ ფართში ხანგრძლივი დროით მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ მიმართონ თავიანთი რაიონის გამგეობას, სადაც მოხდება მოკვლევა. გამგეობაში წარსადგენად საჭიროა მოქალაქის განცხადება დაკავებული ფართის მისამართის და საკადასტრო კოდის მითითებით. ასევე მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომელშიც დასტურდება პირის მისამართზე ცხოვრების ფაქტი და ხანგრძლივობა. ასევე საჭიროა ცნობა საჯარო რეესტრიდან პირის და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული პროგრამა არ შეეხება სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების მეპატრონეებს.