მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რომის პაპმა პატიმრებს 15 ათასი ნაყინი აჩუქა

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშირომის პაპი ფრანცისკე
რომის პაპი ფრანცისკე - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2021
გამოწერა
პაპის მოწყალების სამსახურმა ზაფხულში საკუთარი თავი მიუძღვნა ტუსაღების მონახულებას და ტანჯულთა ნუგეშისცემას.
თბილისი, 8 სექტემბერი - Sputnik. რომის პაპმა ფრანცისკემ რომის ორი ციხის პატიმრებს 15 ათასი ულუფა ნაყინი აჩუქა, იუწყება ვატიკანის პაპის მოწყალების სამსახური. ამის შესახებ წერს РИА Новости.
„ამ დღეებში კარდინალმა კონრად კრაევსკიმ (სამსახურის ხელმძღვანელი) ციხეების - „რეჯინა ჩელისა“ და „რებიბიას“ პატიმრებს 15 ათასი ცალი ნაყინი გადასცა“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ ეს ჟესტი მიზნად ისახავს „დაეხმაროს და იმედი ჩაუსახოს ათასობით ადამიანს, რომლებიც რომში, საპატიმროებში იმყოფებიან“.
რომის პაპი - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
რომის პაპმა ოპერაცია გადაიტანა: პონტიფიკოსი თავს კარგად გრძნობს
„რეჯინა ჩელის“ და „რებიბიას“ საპატიმროები იტალიის დედაქალაქის ცენტრსა და გარეუბანში მდებარეობს. ივნისის ბოლოს „რებიბიის“ პატიმრების ოცკაციანი ჯგუფი შეუერთდა პონტიფიკოსს ვატიკანის მუზეუმების მონახულებისას.
კომუნიკეში აღნიშნულია ასევე, რომ ზაფხულის შვებულების ნაცვლად სამსახურმა საკუთარი თავი მიუძღვნა შვიდიდან ორ მოწყალებას: ტუსაღების მონახულებას და ტანჯულთა ნუგეშისცემას.
ზაფხულში საქველმოქმედო სამსახურმა უსახლკაროთა მცირე ჯგუფები ზღვაზე და რომთან, პაპის „კასტელ განდოლფოს“ რეზიდენციის მახლობლად მდებარე ტბაზე წაიყვანა „საღამოს დასასვენებლად და პიცერიაში სავახშმოდ“.
გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ აგვისტოში ვატიკანმა 600 ათას დოლარად შეიძინა ტომოგრაფი მადაგასკარისთვის. დასრულდა ასევე „სამ ყველაზე ღარიბ აფრიკულ ქვეყანაში ახალი და ხელახლა შეკეთებული“ სამედიცინო დაწესებულებების მოწყობა. ამ საქმისთვის თითქმის ორი მილიონი ევრო დაიხარჯა, ნათქვამია განცხადებაში.
ყველა ახალი ამბავი
0