რომის პაპმა ოპერაცია გადაიტანა: პონტიფიკოსი თავს კარგად გრძნობს

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშირომის პაპი
რომის პაპი - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
გამოწერა
გუშინ პონტიფიკოსს „სიგმოიდური მსხვილი ნაწლავის დივერტიკული დაავადების“ გამო გეგმური ოპერაცია გაუკეთდა.
თბილისი, 5 ივლისი - Sputnik. რომის პაპი ფრანცისკე, რომელსაც კვირას, საღამოს ნაწლავზე ოპერაცია გაუკეთდა, თავს კარგად გრძნობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს იტალიელმა კარდინალმა ენრიკო ფეროჩიმ განუცხადა.
„დღეს დილით ვესაუბრე კარდინალ ვიკარიუსს (რომის არქიეპარქიის გენერალური ვიკარიუსი, კარდინალი ანჯელო დე დონატისი, - რედ.) და მან მითხრა, რომ რომის პაპი თავს კარგად გრძნობს“, - განაცხადა ფეროჩიმ დედაქალაქის აეროპორტში წმინდა მიწაზე გამგზავრებამდე.
პონტიფიკოსმა კარგად გადაიტანა ოპერაცია, რომელიც ზოგადი ანესთეზიით პროფესორმა სერჯო ალფიერიმ ჩაატარა.
საავადმყოფოში გადაყვანამდე სამი საათით ადრე რომის პაპმა ფრანცისკემ მორწმუნეებისადმი კვირის ტრადიციული მიმართვისას აცნობა მათ, რომ სექტემბერში გეგმავდა უნგრეთსა და სლოვაკეთში გამგზავრებას. ის შესანიშნავ განწყობაზე იყო და, როგორც წესი, ყველას კარგი კვირადღე უსურვა და სთხოვა, ელოცათ მისთვის.
სამედიცინო წყაროებზე დაყრდნობით, ოპერაციის შემდეგ პირველმა ღამემ მშვიდად ჩაიარა. პონტიფიკოსი საავადმყოფოს მე-11 სართულზე იმყოფება, სადაც თავის დროზე მკურნალობდა რომის პაპი იოანე პავლე II. სავარაუდოდ, ის აქ ხუთ დღეს დაჰყოფს. პაპი ფრანცისკეს მდგომარეობას კლინიკის მედპერსონალის გარდა, დააკვირდებიან მისი მკურნალი ექიმი, პროფესორი რობერტო ბერნაბეი, რომელიც ოპერაციას ესწრებოდა, ასევე ორი სანიტარი ვატიკანიდან. საავადმყოფოს უსაფრთხოებას იტალიელ კოლეგებთან ერთად იცავენ ვატიკანის ჟანდარმერიის თანამშრომლები.
2013 წლის მარში რომის პაპად არჩევის დღიდან პაპი ფრანცისკე, სოლიდური ასაკის მიუხედავად, იშვიათად მიმართავდა ექიმებს. 2018 წლის გაზაფხულზე მან კატარაქტის ოპერაცია გაიკეთა, რაზეც წინასწარ გამოაცხადა საჯარო ცერემონიაზე. ბოლოს პონტიფიკოსი შეაწუხა იშიალგიამ იანვარში. მაშინ იგი იძულებული გახდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიებაც კი გადაედო.
ყველა ახალი ამბავი
0