Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

როგორია კოვიდ-ინფიცირებული ჩვილი ტყუპების ჯანმრთელობის მდგომარეობა

© photo: Sputnik / Andrey Stanavov / გადასვლა მედიაბანკშიწვეთოვანი
წვეთოვანი - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2021
გამოწერა
20 დღის ტყუპები მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. ჩვილი ბავშვების დედა მშობიარობიდან ერთი კვირის შემდეგ კორონავირუსს ემსხვერპლა.
თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. კორონავირუსით გარდაცვლილი 47 წლის ქალის ახალშობილი ტყუპების ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება, თუმცა ჰემოდინამიკა შედარებით დასტაბილურდა, განაცხადა კლინიკა „ბომონდის" ახალშობილთა რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელმა მანანა ბარათაშვილმა.
ტყუპები 19 აგვისტოს ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში" დაიბადნენ. 28 კვირის ორსულობაზე საკეისრო კვეთის ჩატარება დედის ინფიცირებისა და მძიმე მდგომარეობის გამო აუცილებელი გახდა.

„მრავლობითი კერებია კოვიდური პნევმონიის და ამიტომ ვენტილაცია უჭირს ორივეს. ჟანგბადზე დამოკიდებულება ისევ 100%-ია. დღეისათვის ერთადერთი, რაც არის, ჰემოდინამიკა შედარებით დასტაბილურდა, წნევას და სატურაციას ვინარჩუნებთ მედიკამენტოზური ჩარევის შედეგად", – განაცხადა ბარათაშვილმა.

ტყუპების დედა 2 სექტემბერს გარდაიცვალა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მშობიარობიდან ერთი კვირის შემდეგ დამძიმდა. იგი თბილისში, ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მცდელობის მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ყველა ახალი ამბავი
0