https://sputnik-georgia.com/20210908/ratom-wavida-lasha-beqauris-bebia-emigraciashi-259423316.html
„17 წელი ვიყავი...“ – რა ტრაგედიამ აიძულა ლაშა ბექაურის ბებია ემიგრაციაში წასულიყო
„17 წელი ვიყავი...“ – რა ტრაგედიამ აიძულა ლაშა ბექაურის ბებია ემიგრაციაში წასულიყო
Sputnik საქართველო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა ბებიას, რომელმაც 17 წელი ემიგრაციაში გაატარა, დანაპირები შეუსრულა – ჩემპიონი გახდა და ბებო ოჯახში დააბრუნა. 08.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-08T16:08+0400
2021-09-08T16:08+0400
2023-08-17T12:57+0400
ქართველი ცნობადი სახეები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1d/252454445_0:0:3297:1856_1920x0_80_0_0_a49378b179e807792984b9203fdbc8aa.jpg
ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ბექაურის ბებიამ ემიგრაციაში წასვლის მიზეზებზე ჟურნალ „თბილისელებთან“ ისაუბრა. როგორც ქალი ამბობს, ემიგრაციაში 2003 წელს წავიდა, მას შემდეგ, რაც სამი ობოლი გაზარდა. საქართველოში 2007 წელს, მაშინ დაბრუნდა, როცა უფროსი ქალიშვილი ავარიაში დაეღუპა.ეთერ წიკლაური იხსენებს, რომ შვილიშვილმა ემიგრაციიდან დაბრუნების პირობა ჯერ კიდევ სამი წლის წინ მისცა.ეთერ წიკლაურის თქმით, საერთო ჯამში 17 წელი გაატარა ემიგრაციაში, თუმცა საბუთი ჰქონდა და საქართველოში ჩამოდიოდა ხოლმე, ზოგჯერ ექვსი თვითაც.ტოკიოს ოლიმპიადაზე ლაშა ბექაურმა ოქროს მედალი მოიპოვა და საქართველოს მთავრობისგან დაპირებული 1 მილიონი ლარიც მიიღო. როდესაც ბექაურს ჰკითხეს, რაში დახარჯავდა მთავრობისგან მიღებულ მილიონს, სპორტსმენმა მაშინვე განაცხადა, რომ ემიგრაციიდან ბებიას დააბრუნებდა. და რამდენიმე დღეში პირობაც შეასრულა.
https://sputnik-georgia.com/20210729/lasha-beqauri-emigranti-bebia-deida-252452401.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1d/252454445_297:0:3026:2047_1920x0_80_0_0_e3c45d935c893de47705ba2276f07575.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქართველი ცნობადი სახეები
„17 წელი ვიყავი...“ – რა ტრაგედიამ აიძულა ლაშა ბექაურის ბებია ემიგრაციაში წასულიყო
16:08 08.09.2021 (განახლებულია: 12:57 17.08.2023) ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა ბებიას, რომელმაც 17 წელი ემიგრაციაში გაატარა, დანაპირები შეუსრულა – ჩემპიონი გახდა და ბებო ოჯახში დააბრუნა.
ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ბექაურის ბებიამ ემიგრაციაში წასვლის მიზეზებზე ჟურნალ „თბილისელებთან“ ისაუბრა. როგორც ქალი ამბობს, ემიგრაციაში 2003 წელს წავიდა, მას შემდეგ, რაც სამი ობოლი გაზარდა. საქართველოში 2007 წელს, მაშინ დაბრუნდა, როცა უფროსი ქალიშვილი ავარიაში დაეღუპა.
„ორი წელი აქ ვცხოვრობდი. მეორე გოგო საბერძნეთში მყავდა თავისი ოჯახით. შვილის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ გადავწყვიტე ისევ წავსულიყავი. მაშინ ასე იყო საჭირო. ახლა ლაშიკოს დამსახურებით დავბრუნდი. მას ძალიან უყვარს დიდი ოჯახი, ყველა ერთად რომ ვართ, ბედნიერია. ახლა მოდის და სულ მეფერება – რა ბედნიერებაა, არ მჯერა, რომ ჩვენთან ხარო“, – ამბობს ჩემპიონის ბებია.
ეთერ წიკლაური იხსენებს, რომ შვილიშვილმა ემიგრაციიდან დაბრუნების პირობა ჯერ კიდევ სამი წლის წინ მისცა.
„რამეს რომ ჩაიფიქრებს, გამოსდის. ამ ოლიმპიადაზე იმხელა განცდა მქონდა, არ ვიცი რა სახელი დავარქვა. რომ ვფიქრობ, ახლაც არ მჯერა. ექიმიდან ექიმთან გადადიოდა, ხელი ტრავმირებული ჰქონდა და უფრო მეტად ამის გამო ვნერვიულობდი“, – აცხადებს ქალი.
ეთერ წიკლაურის თქმით, საერთო ჯამში 17 წელი გაატარა ემიგრაციაში, თუმცა საბუთი ჰქონდა და საქართველოში ჩამოდიოდა ხოლმე, ზოგჯერ ექვსი თვითაც.
„შვილის დაღუპვის შემდეგ საერთოდ აღარ ვფიქრობდი იქ წასვლაზე, მაგრამ ყოველდღე რომ გავდიოდი საფლავზე, ჩემს თავს ვეკითხებოდი, რა იცვლება, საფლავზე იჯდები, სახლში თუ სხვა ქვეყანაში-მეთქი“ – იხსენებს ქალი.
ტოკიოს ოლიმპიადაზე ლაშა ბექაურმა ოქროს მედალი მოიპოვა და საქართველოს მთავრობისგან დაპირებული 1 მილიონი ლარიც მიიღო. როდესაც ბექაურს ჰკითხეს, რაში დახარჯავდა მთავრობისგან მიღებულ მილიონს, სპორტსმენმა მაშინვე განაცხადა, რომ ემიგრაციიდან ბებიას დააბრუნებდა. და რამდენიმე დღეში პირობაც შეასრულა.