https://sputnik-georgia.com/20210729/lasha-beqauri-emigranti-bebia-deida-252452401.html
„ემიგრანტ ბებიას და დეიდას ჩამოვიყვან“ – რაში დახარჯავს მილიონ ლარს ლაშა ბექაური
„ემიგრანტ ბებიას და დეიდას ჩამოვიყვან“ – რაში დახარჯავს მილიონ ლარს ლაშა ბექაური
Sputnik საქართველო
ლაშა ბექაურისთვის ეს პირველი ოლიმპიური თამაშები იყო. ქართველი ფალავანი ოლიმპიურ ოქროს მედალს ფინალში გერმანელ ედუარდ ტრიპელთან გამარჯვებით დაეუფლა. 29.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-29T13:05+0400
2021-07-29T13:05+0400
2021-10-19T18:02+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
ქართველი ცნობადი სახეები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1d/252452995_0:0:3640:2048_1920x0_80_0_0_47c4db25850e3d79193a56c6ba27d0ec.jpg
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. პირველი ოლიმპიური ოქროს მფლობელი ქართველი წლევანდელი ტოკიოს ოლიმპიადიდან ლაშა ბექაური მთავრობის მიერ ნაჩუქარი მილიონი ლარით ემიგრაციაში მყოფი ოჯახის წევრების სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს. ამის შესახებ სპორტსმენმა ტელეკომპანია „იმედის“ დილის გადაცემაში განაცხადა.„პირველ რიგში ჩემი ბებია და დეიდა ემიგრაციაში არიან საბერძნეთში და მინდა ისინი ჩამოვიყვანო საქართველოში. დანარჩენზე არ მიფიქრია, ჩემი პირველი სურვილი ესაა”, – ამბობს ოლიმპიური ჩემპიონი.ლაშა ბექაურმა საქართველოს პირველი ოლიმპიური ოქრო გუშინ მოუტანა. ფინალში მან გერმანელი სპორტსმენი დაამარცხა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ის სპორტსმენები, რომლებიც ტოკიოში ოლიმპიური ჩემპიონები გახდებიან და, შესაბამისად, საქართველოს ოქროს მედალს მოუტანენ, მილიონი ლარით დასაჩუქრდებიან.საქართველოდან ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე 34 სპორტსმენი მონაწილეობს. ლიცენზიანტთა შორის სამი ოლიმპიური ჩემპიონი და ორი პრიზიორია. რაც შეეხება პარალიმპიურ თამაშებს, პირველად ისტორიაში, საქართველო სპორტის 6 სახეობაში 16 პარასპორტსმენით წარდგება.ტოკიოში ოლიმპიური თამაშები 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო პარალიმპიური თამაშები 24 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. კორონავირუსის პანდემიის გამო თამაშებს მაყურებლები ვერ ესწრებიან.
https://sputnik-georgia.com/20181020/Georgian-judoka-Lasha-Bekauri-is-the-world-champion-242579954.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1d/252452995_636:0:3367:2048_1920x0_80_0_0_e576a26e7387a74c787f8990d805c314.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, ქართველი ცნობადი სახეები, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, ქართველი ცნობადი სახეები, საქართველო
„ემიგრანტ ბებიას და დეიდას ჩამოვიყვან“ – რაში დახარჯავს მილიონ ლარს ლაშა ბექაური
13:05 29.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) ლაშა ბექაურისთვის ეს პირველი ოლიმპიური თამაშები იყო. ქართველი ფალავანი ოლიმპიურ ოქროს მედალს ფინალში გერმანელ ედუარდ ტრიპელთან გამარჯვებით დაეუფლა.
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. პირველი ოლიმპიური ოქროს მფლობელი ქართველი წლევანდელი ტოკიოს ოლიმპიადიდან ლაშა ბექაური მთავრობის მიერ ნაჩუქარი მილიონი ლარით ემიგრაციაში მყოფი ოჯახის წევრების სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს. ამის შესახებ სპორტსმენმა ტელეკომპანია „იმედის“ დილის გადაცემაში განაცხადა.
„პირველ რიგში ჩემი ბებია და დეიდა ემიგრაციაში არიან საბერძნეთში და მინდა ისინი ჩამოვიყვანო საქართველოში. დანარჩენზე არ მიფიქრია, ჩემი პირველი სურვილი ესაა”, – ამბობს ოლიმპიური ჩემპიონი.
ლაშა ბექაურმა საქართველოს პირველი ოლიმპიური ოქრო გუშინ მოუტანა. ფინალში მან გერმანელი სპორტსმენი დაამარცხა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ის სპორტსმენები, რომლებიც ტოკიოში ოლიმპიური ჩემპიონები გახდებიან და, შესაბამისად, საქართველოს ოქროს მედალს მოუტანენ, მილიონი ლარით დასაჩუქრდებიან.
საქართველოდან ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე 34 სპორტსმენი მონაწილეობს. ლიცენზიანტთა შორის სამი ოლიმპიური ჩემპიონი და ორი პრიზიორია. რაც შეეხება პარალიმპიურ თამაშებს, პირველად ისტორიაში, საქართველო სპორტის 6 სახეობაში 16 პარასპორტსმენით წარდგება.
ტოკიოში ოლიმპიური თამაშები 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო პარალიმპიური თამაშები 24 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. კორონავირუსის პანდემიის გამო თამაშებს მაყურებლები ვერ ესწრებიან.