https://sputnik-georgia.com/20210907/sad-ganaxldeba-swavla-skolebshi-gamyrelizis-ganmarteba-259393500.html
რომელ სკოლებში განახლდება ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი: გამყრელიძის განმარტება
რომელ სკოლებში განახლდება ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი: გამყრელიძის განმარტება
Sputnik საქართველო
საქართველოში ახალი სასწავლო წელი, როგორც წესი, 15 სექტემბერს იწყება. თუმცა, რთული ეპიდსიტუაციის გამო, 4 ოქტომბრამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში განახლდება. 07.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-07T17:17+0400
2021-09-07T17:17+0400
2023-08-17T18:13+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249831326_0:166:1758:1155_1920x0_80_0_0_946df8cfd145748edaf651f5460d5a42.jpg
თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. ოქტომბრის დასაწყისში მაღალმთიანი რაიონებისა და სოფლების დაახლოებით 332 სკოლაში სწავლა დასწრებული ფორმატით აღდგება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.გამყრელიძის თქმით, აღნიშნულ სკოლებში არსებული ეპიდვითარება შესწავლილია და გადაწყვეტილება სწორედ ამის მიხედვით იქნა მიღებული. გარდა ამისა, როგორც ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა განაცხადა, უკვე ჩამოყალიბებულია ე.წ. უსაფრთხო სკოლებისა და უსაფრთხო უნივერსიტეტების კონცეფცია, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი უახლოეს დღეებში განათლების სამინისტროსთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად განიხილავს.„დადგინდება კრიტერიუმები მუნიციპალიტეებსა და დიდ ქალაქებში, თუ რა მიმდევრობით და როგორ უნდა აღდგეს სწავლა. შემდეგ კონცეფციას განიხილავს და დაამტკიცებს უწყებათშორისო საკოორდინაციო საბჭო“, – განაცხადა გამყრელიძემ. საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლები, პროფესიული სასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები 15 სექტემბერს სწავლას დისტანციურ რეჟიმში დაიწყებენ და ამ ფორმატით სწავლა 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება.სპეციალისტების განცხადებით, ვიდრე ქვეყანაში დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ არ ჩამოვა და ადმინისტრაციული პერსონალისა და პედაგოგ-პროფესორების 80% ვაქცინირებული არ იქნება, სკოლებსა და უნივერსიტეტებში უსაფრთხო გარემო არ იქნება. 28 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით პედაგოგთა 46% იყო ვაქცინირებული.
https://sputnik-georgia.com/20210831/cercvadze-saklaso-otaxebshi-swavlis-dawyeba-riskebs-sheicavs-259166614.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249831326_386:154:1758:1183_1920x0_80_0_0_1b29c24fc35dca118804267cc26b3105.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
რომელ სკოლებში განახლდება ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი: გამყრელიძის განმარტება
17:17 07.09.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) საქართველოში ახალი სასწავლო წელი, როგორც წესი, 15 სექტემბერს იწყება. თუმცა, რთული ეპიდსიტუაციის გამო, 4 ოქტომბრამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში განახლდება.
თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. ოქტომბრის დასაწყისში მაღალმთიანი რაიონებისა და სოფლების დაახლოებით 332 სკოლაში სწავლა დასწრებული ფორმატით აღდგება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.
გამყრელიძის თქმით, აღნიშნულ სკოლებში არსებული ეპიდვითარება შესწავლილია და გადაწყვეტილება სწორედ ამის მიხედვით იქნა მიღებული.
„ყველა ამ სკოლაში შევისწავლეთ, თუ რამდენ პედაგოგს და მოწაფეს ჰქონდა გადატანილი ინფექცია, რამდენი მასწავლებელია აცრილი... ამ 332 სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში აუცილებლად უნდა აღდგეს, რადგანაც იქ საკმაოდ დაბალია ინფიცირების მაჩვენებელი", – განაცხადა გამყრელიძემ.
გარდა ამისა, როგორც ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა განაცხადა, უკვე ჩამოყალიბებულია ე.წ. უსაფრთხო სკოლებისა და უსაფრთხო უნივერსიტეტების კონცეფცია, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი უახლოეს დღეებში განათლების სამინისტროსთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად განიხილავს.
„დადგინდება კრიტერიუმები მუნიციპალიტეებსა და დიდ ქალაქებში, თუ რა მიმდევრობით და როგორ უნდა აღდგეს სწავლა. შემდეგ კონცეფციას განიხილავს და დაამტკიცებს უწყებათშორისო საკოორდინაციო საბჭო“, – განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლები, პროფესიული სასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები 15 სექტემბერს სწავლას დისტანციურ რეჟიმში დაიწყებენ და ამ ფორმატით სწავლა 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
სპეციალისტების განცხადებით, ვიდრე ქვეყანაში დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ არ ჩამოვა და ადმინისტრაციული პერსონალისა და პედაგოგ-პროფესორების 80% ვაქცინირებული არ იქნება, სკოლებსა და უნივერსიტეტებში უსაფრთხო გარემო არ იქნება. 28 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით პედაგოგთა 46% იყო ვაქცინირებული.