https://sputnik-georgia.com/20210831/cercvadze-saklaso-otaxebshi-swavlis-dawyeba-riskebs-sheicavs-259166614.html
ცერცვაძე: საკლასო ოთახებში სწავლის დაწყება რისკებს შეიცავს
ცერცვაძე: საკლასო ოთახებში სწავლის დაწყება რისკებს შეიცავს
Sputnik საქართველო
საქართველოში ახალი სასწავლო წელი, როგორც წესი, 15 სექტემბერს იწყება. თუმცა, სპეციალისტების რეკომენდაციით, შესაძლოა, ახალ სასწავლო წელს სწავლა კვლავ... 31.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-31T11:05+0400
2021-08-31T11:05+0400
2023-08-17T18:13+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
განათლება საქართველოში
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23696/96/236969616_0:135:3162:1914_1920x0_80_0_0_3803db7d1950fad8cc87a18b5404723d.jpg
თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. დღევანდელი მდგომარეობით საკლასო ოთახებში სწავლის განახლება რისკებს შეიცავს, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.ცერცვაძის განმარტებით, თუ ორ კვირაში ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობის მნიშვნელოვანი კლება მოხდება, მაშინ მთავრობა შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს და სწავლის დაწყების ნებართვას გასცემს.საქართველოში სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ვიდრე დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ არ ჩამოვა და ადმინისტრაციული პერსონალისა და პედაგოგ-პროფესორების 80% ვაქცინირებული არ იქნება, სკოლებსა და უნივერსიტეტებში უსაფრთხო გარემო არ იქნება.როგორც გუშინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, სასკოლო გარემოში სწავლის დაწყება დამოკიდებული იქნება ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციის გავრცელებასა და დადებითობის მაჩვენებელზე. მისი თქმით, სასკოლო გარემოში სწავლის განახლება ყველაზე სასურველი მოდელია და ამ მიდგომას მხარს უჭერს როგორც გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია. ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ყველაზე მძიმე საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იყო 2020 წლის შემოდგომაზე. მაშინ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.778-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 549.811-ს მიაღწია. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 79 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 7.408-ს მიაღწია.
https://sputnik-georgia.com/20210830/ganaxldeba-tu-ara-swavla-saklaso-otaxebsi-gabunia-259149270.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23696/96/236969616_216:0:2947:2048_1920x0_80_0_0_739520d44fea3866a30fbbb75220b035.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, განათლება საქართველოში , საქართველო, covid-19
საზოგადოება, განათლება საქართველოში , საქართველო, covid-19
ცერცვაძე: საკლასო ოთახებში სწავლის დაწყება რისკებს შეიცავს
11:05 31.08.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) საქართველოში ახალი სასწავლო წელი, როგორც წესი, 15 სექტემბერს იწყება. თუმცა, სპეციალისტების რეკომენდაციით, შესაძლოა, ახალ სასწავლო წელს სწავლა კვლავ ონლაინ–რეჟიმში განახლდეს.
თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. დღევანდელი მდგომარეობით საკლასო ოთახებში სწავლის განახლება რისკებს შეიცავს, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
ცერცვაძის განმარტებით, თუ ორ კვირაში ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობის მნიშვნელოვანი კლება მოხდება, მაშინ მთავრობა შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს და სწავლის დაწყების ნებართვას გასცემს.
„უკვე ორი წელია, სკოლის გარემო არ უნახავთ ბავშვებს. ონლაინ–სწავლება არა მარტო ინტელექტუალურ და გონებრივ განვითარებას უშლის ხელს, არამედ მათ ფიზიკურ განვითარებაზეც უარყოფით გავლენას ახდენს. დღევანდელი მდგომარეობით დასწრებული სწავლების დაწყება რისკებს შეიცავს. თუ მომავალ ორ კვირაში ეპიდვითარება გაუმჯობესდება, მთავრობა სკოლებში სწავლის დაწყების ნებართვას გასცემს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
საქართველოში სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ვიდრე დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ არ ჩამოვა და ადმინისტრაციული პერსონალისა და პედაგოგ-პროფესორების 80% ვაქცინირებული არ იქნება, სკოლებსა და უნივერსიტეტებში უსაფრთხო გარემო არ იქნება.
როგორც გუშინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, სასკოლო გარემოში სწავლის დაწყება დამოკიდებული იქნება ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციის გავრცელებასა და დადებითობის მაჩვენებელზე. მისი თქმით, სასკოლო გარემოში სწავლის განახლება ყველაზე სასურველი მოდელია და ამ მიდგომას მხარს უჭერს როგორც გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ყველაზე მძიმე საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იყო 2020 წლის შემოდგომაზე. მაშინ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.778-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 549.811-ს მიაღწია. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 79 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 7.408-ს მიაღწია.