https://sputnik-georgia.com/20210830/ganaxldeba-tu-ara-swavla-saklaso-otaxebsi-gabunia-259149270.html
განახლდება თუ არა სწავლა საკლასო ოთახებში – თამარ გაბუნიას პასუხი
განახლდება თუ არა სწავლა საკლასო ოთახებში – თამარ გაბუნიას პასუხი
Sputnik საქართველო
დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია საკმაოდ რთულია და სასკოლო გარემოში სწავლის გაგრძელება დამოკიდებულია ვაქცინაციასა და ეპიდვითარებაზე, აღნიშნა მინისტრის... 30.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-30T18:33+0400
2021-08-30T18:33+0400
2023-08-17T18:13+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
განათლება საქართველოში
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24645/27/246452793_0:150:1600:1050_1920x0_80_0_0_28470dc475377cbe8f8cb1f3a052a244.jpg
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. სანამ ეპიდსიტუაცია არ გახდება საკმარისად სტაბილური, სასკოლო გარემოში სწავლის განახლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.მინისტრის მოადგილის განმარტებით, სასკოლო გარემოში სწავლის დაწყება დამოკიდებული იქნება ინფექციის გავრცელებასა და დადებითობის მაჩვენებელზე. მან ასევე პედაგოგიური პერსონალის ვაქცინაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროცესი საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს.მისი თქმით, სასკოლო გარემოში სწავლის განახლება ყველაზე სასურველი მოდელია, და ამ მიდგომას მხარს უჭერს როგორც გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია.საქართველოში სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ვიდრე დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ არ ჩამოვა და ადმინისტრაციული პერსონალისა და პედაგოგ-პროფესორების 80% ვაქცინირებული არ იქნება, სკოლებსა და უნივერსიტეტებში უსაფრთხო გარემო არ იქნება.ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ყველაზე მძიმე საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იყო 2020 წლის შემოდგომაზე. მაშინ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.915-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 545.033-ს მიაღწია. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 78 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 7.329-ს მიაღწია.
https://sputnik-georgia.com/20210827/gamkrelidze-swavla-savaraudod-distanciurad-daiwyeba-258712779.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24645/27/246452793_0:0:1600:1200_1920x0_80_0_0_81d4f4a7db323e2d88a27fb434815908.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, განათლება საქართველოში , საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, განათლება საქართველოში , საქართველო, covid-19
განახლდება თუ არა სწავლა საკლასო ოთახებში – თამარ გაბუნიას პასუხი
18:33 30.08.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია საკმაოდ რთულია და სასკოლო გარემოში სწავლის გაგრძელება დამოკიდებულია ვაქცინაციასა და ეპიდვითარებაზე, აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. სანამ ეპიდსიტუაცია არ გახდება საკმარისად სტაბილური, სასკოლო გარემოში სწავლის განახლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, სასკოლო გარემოში სწავლის დაწყება დამოკიდებული იქნება ინფექციის გავრცელებასა და დადებითობის მაჩვენებელზე. მან ასევე პედაგოგიური პერსონალის ვაქცინაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროცესი საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს.
„ყველაზე ბოლოს, რასაც უნდა შეეხოს კოვიდ-რეგულაციები, ეს არის სწავლა სასკოლო გარემოში. ასე იყო პანდემიის პირველივე დღეებიდან. ეპიდვითარება და ვაქცინაციის სტატუსი იქნება ორი წინაპირობა, რაც საშუალებას მოგვცემს მივიღოთ გადაწყვეტილება“, – განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, სასკოლო გარემოში სწავლის განახლება ყველაზე სასურველი მოდელია, და ამ მიდგომას მხარს უჭერს როგორც გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია.
საქართველოში სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ვიდრე დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ არ ჩამოვა და ადმინისტრაციული პერსონალისა და პედაგოგ-პროფესორების 80% ვაქცინირებული არ იქნება, სკოლებსა და უნივერსიტეტებში უსაფრთხო გარემო არ იქნება.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ყველაზე მძიმე საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იყო 2020 წლის შემოდგომაზე. მაშინ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.915-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 545.033-ს მიაღწია. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 78 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 7.329-ს მიაღწია.