Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ამირან გამყრელიძე: სწავლა, სავარაუდოდ, დისტანციურად დაიწყება

© photo: Sputnik / Stringer თბილისის N55–ე საჯარო სკოლა
 თბილისის N55–ე საჯარო სკოლა  - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი სასწავლო წელი, როგორც წესი, 15 სექტემბერს იწყება. თუმცა, სპეციალისტების რეკომენდაციით, შესაძლოა, სწავლა კვლავ ონლაინ–რეჟიმში განახლდეს.
თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. განათლების სამინისტრო ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებას განიხილავს და სწავლა, სავარაუდოდ, დისტანციურად დაიწყება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მედია-ვებინარზე.
გამყრელიძის განმარტებით, ვიდრე დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ არ ჩამოვა და ადმინისტრაციული პერსონალისა და პედაგოგ-პროფესორების 80% ვაქცინირებული არ იქნება, სკოლებსა და უნივერსიტეტებში უსაფრთხო გარემო არ იქნება.

„ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების ფონზე ჩვენ ვერ განვიხილავთ სკოლას უსაფრთხოდ, ამიტომ სასურველია ადმინისტრაციული პერსონალისა და პედაგოგების აქტიური ვაქცინაცია“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

გამყრელიძის განცხადებით, „დელტა“ შტამი განსაკუთრებით ადვილად ვრცელდება ახალგაზრდებში, ამიტომაც აუცილებელია ვაქცინირებული იყვნენ როგორც პროფესორ-მასწავლებლები, ისე სტუდენტები.
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
განახლდება თუ არა სწავლა სკოლებში: გამყრელიძის განმარტება
საქართველოში სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა პედაგოგების 40%-ს აქვს ჩატარებული.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.031-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 536.202-ს მიაღწია.
ეპიდემიოლოგების თქმით, პანდემიის დასაძლევად ზრდასრული მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაციაა საჭირო.
ყველა ახალი ამბავი
0