https://sputnik-georgia.com/20210824/ganaxldeba-tu-ara-swavla-skolebsi-gamyrelize-258553015.html
განახლდება თუ არა სწავლა სკოლებში: გამყრელიძის განმარტება
განახლდება თუ არა სწავლა სკოლებში: გამყრელიძის განმარტება
Sputnik საქართველო
საქართველოში ახალი სასწავლო წელი, როგორც წესი, 15 სექტემბერს იწყება. თუმცა, სპეციალისტების პროგნოზით, შესაძლოა სწავლა კვლავ დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში... 24.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-24T17:17+0400
2021-08-24T17:17+0400
2023-08-17T18:13+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1c/252441160_0:39:1024:615_1920x0_80_0_0_3cb02c77a96c4ad8973719a7bc526222.jpg
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. არსებული ეპირდვითარების გათვალისწინებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საკლასო ოთახებში სწავლის დაწყების რეკომენდაციას ვერ გასცემს, განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოში, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, 12 წლიდან მოზარდთა იმუნიზაციის პროცესი დაიწყოს.როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე საქართველო ბავშვთა იმუნიზაციის პროცესში ჩართვის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას ელოდება.„ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილებას ჯანმოს მიხედვით ვიღებთ, იქ მიმდინარეობს 12 წლის ზემოთ ბავშვების იმუნიზაციაზე საუბარი, სექტემბრის ბოლოს კი გადაწყვეტილება იქნება ცნობილი. არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ შიდა განხილვების ფარგლებში ეს საკითხები მიმოვიხილოთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.მისი ინფორმაციით, მსოფლიოში უკვე 25-მა ქვეყანამ დაიწყო ბავშვების აცრა Pfizer-ის და Moderna-ს ვაქცინებით.„პირველი იყო კანადა, იმუნიზაცია აქტიურად მიმდინარეობს აშშ-ში, ბრიტანეთში, საფრანგეთში, ავსტიაში, ისრაელში. საგულისხმოა, რომ ჩინეთმა დაასრულა დიდი კვლევები 3-დან 18 წლის ასაკამდე ბავშვებში. ახალი შტამები სულ უფრო საშიში ხდება ბავშვებისთვის და ეს საკითხი უფრო აქტუალურია“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.დაავადებათა კონტროლის ცენტრის 24 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში ჯამურად ჩატარდა 1.010.096 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 306.151 ადამიანი.საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 5.924-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 523.022-ს მიაღწია.
https://sputnik-georgia.com/20210819/gabunia-12-wels-zemoT-pirTa-vaqcinacia-252621685.html
https://sputnik-georgia.com/20210824/vaqcinaciis-tempi-matulobs-258215681.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1c/252441160_104:36:966:682_1920x0_80_0_0_de2bb8ead368b273458212114fc816a7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
განახლდება თუ არა სწავლა სკოლებში: გამყრელიძის განმარტება
17:17 24.08.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) საქართველოში ახალი სასწავლო წელი, როგორც წესი, 15 სექტემბერს იწყება. თუმცა, სპეციალისტების პროგნოზით, შესაძლოა სწავლა კვლავ დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში გაგრძელდეს.
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. არსებული ეპირდვითარების გათვალისწინებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საკლასო ოთახებში სწავლის დაწყების რეკომენდაციას ვერ გასცემს, განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.
გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოში, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, 12 წლიდან მოზარდთა იმუნიზაციის პროცესი დაიწყოს.
„თუ ბავშვების და მოზარდების იმუნიზაცია არ ჩატარდა, ისე საბოლოო წერტილი პანდემიას ვერ დაესმება. ბავშვები ყველაზე მეტად არიან გამავრცელებლები“, – განაცხადა გამრელიძემ.
როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე საქართველო ბავშვთა იმუნიზაციის პროცესში ჩართვის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას ელოდება.
„ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილებას ჯანმოს მიხედვით ვიღებთ, იქ მიმდინარეობს 12 წლის ზემოთ ბავშვების იმუნიზაციაზე საუბარი, სექტემბრის ბოლოს კი გადაწყვეტილება იქნება ცნობილი. არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ შიდა განხილვების ფარგლებში ეს საკითხები მიმოვიხილოთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისი ინფორმაციით, მსოფლიოში უკვე 25-მა ქვეყანამ დაიწყო ბავშვების აცრა Pfizer-ის და Moderna-ს ვაქცინებით.
„პირველი იყო კანადა, იმუნიზაცია აქტიურად მიმდინარეობს აშშ-ში, ბრიტანეთში, საფრანგეთში, ავსტიაში, ისრაელში. საგულისხმოა, რომ ჩინეთმა დაასრულა დიდი კვლევები 3-დან 18 წლის ასაკამდე ბავშვებში. ახალი შტამები სულ უფრო საშიში ხდება ბავშვებისთვის და ეს საკითხი უფრო აქტუალურია“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის 24 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში ჯამურად ჩატარდა 1.010.096 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 306.151 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 5.924-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 523.022-ს მიაღწია.