მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საჰაერო ბუშტებზე პასუხად: ისრაელმა ჰამასის სარაკეტო ობიექტს შეუტია – ვიდეო

© AFP 2024 / Mohammed Abedღაზის სექტორი
ღაზის სექტორი - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2021
გამოწერა
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე — რაკეტების საწარმოსა და ბეტონის ქარხანაზე ავიაიერიში მიიტანეს, იუწყება ისრაელის თავდაცვის არმიის („ცახალი“) პრეს-სამსახური.
„ცახალის“ ცნობით, ეს იყო პასუხი ჰამასის მიერ ებრაული სახელმწიფოს ტერიტორიის მიმართულებით ასაფეთქებელი ნივთიერებით სავსე საჰაერო ბუშტების გაშვებაზე, რამაც ხანძრები გამოიწვია.

„დღეს, როდესაც ისრაელი ებრაული ახალი წლის აღსანიშნავად ემზადებოდა, ჰამასმა ცეცხლოვანი საჰაერო ბუშტები გამოუშვა ისრაელში და ხანძრები გააჩინა მშვიდობიანი მოსახლეობის დატერორების მიზნით. ამის პასუხად ჩვენ ღაზაში ჰამასის რაკეტების საწარმოსა და სამხედრო კომპლექსს შევუტიეთ“, — ნათქვამია არმიის განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ჰამასის რეაქტიული რაკეტების საწარმო ობიექტსა და ასევე ხან-იუნისის სამხედრო კომპლექსზე, სადაც ბეტონის ქარხანა მდებარეობს. „ცახალის“ ცნობით, ბეტონს „ტერორისტები მიწისქვეშა გვირაბების ქსელის ასაგებად“ იყენებდნენ.
როგორც არმიის პრეს-სამსახურში აღნიშნავენ, სამიზნე ობიექტები ღაზის სექტორის საცხოვრებელ რაიონში მდებარეობდა — კულტურული ობიექტების, მეჩეთებისა და წყლის ნაგებობების უშუალო სიახლოვეს. „ცახალში“ მიაჩნიათ, რომ ჰამასი შეგნებულად ათავსებს თავის ობიექტებს სექტორის სამოქალაქო ნაგებობებს შორის.
პალესტინური მედიის ცნობით, ისრაელის სარაკეტო დარტყმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ყველა ახალი ამბავი
0