„ეს ის შემთხვევაა, როცა იმედი არ მიცრუვდება“ – ტრადიციული ხელსაქმის ახლებური სიცოცხლე

© courtesy of Mariam Pilauriმარიამ ფილაური
მარიამ ფილაური - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2021
გამოწერა
თექა ქსოვილის შექმნის და დამუშავების ერთ-ერთი ყველაზე უძველესი მეთოდია და ქართული ხალხური შემოქმედების მემკვიდრეობას წარმოადგენს.
ადრე თექას მხოლოდ საყოფაცხოვრებო დანიშნულებით იყენებდნენ – კარვების გადასახურად, შემდეგ მისგან ნაბდების, ქუდების, ყაბალახების დამზადება დაიწყეს. უფრო გვიან ისინი სხვადასხვა ფერად შეღებეს და მათზე ორიგინალური ორნამენტები და სიმბოლოები გაჩნდა. როგორც ჩანს, ეს მასალა დღესაც არ კარგავს აქტუალობას. ოღონდ თექის ნაწარმმა გარკვეული ევოლუცია განიცადა, დაიხვეწა და გემოვნებიანი ქალბატონების ლამაზ აქსესუარადაც იქცა.
© photo: courtesy of Mariam Pilauriმარიამ ფილაურის ნამუშევარი
მარიამ ფილაურის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2021
მარიამ ფილაურის ნამუშევარი
მათ შორის, ვინც დღეს ამ ტრადიციულ ხელსაქმეს ახალი სიცოცხლე შესძინა, მარიამ ფილაურიც გახლავთ.
- მარიამ, ეს ტრადიციული მასალა დღესაც აქტუალურია, მაგრამ მაინც გკითხავთ, რატომ შეაჩერეთ არჩევანი თექაზე?
- დავიწყოთ იმით, რომ თექაზე მუშაობა ჩვენთან ჯერ კიდევ იმ დროიდან დაიწყო, როცა ადამიანი მატყლის დამუშავების ტექნიკას დაეუფლა. იქიდანაა ცნობილი თექის მეთოდით დამზადებული ხალიჩები, ფარდაგები, ტანსაცმელი, ქუდები, ფეხსაცმელი, ქართული ჩოხა-ნაბადი. დღეს თექა ისევ აქტუალურია და ჩემთვის ინსპირაციის ძირითადი წყაროა. პირადად მე მასზე მუშაობა იმიტომ მომწონს, რომ ის საშუალებას მაძლევს, რაღაც ახალი და დახვეწილი მოკლე დროში შევქმნა. მიყვარს შედეგს რომ მალე ვიღებ. ეს ის შემთხვევაა, როცა იმედი არ მიცრუვდება.
© photo: courtesy of Mariam Pilauriთამარ ივერი მარიამ ფილაურის თექის მოსასხამში
თამარ ივერი მარიამ ფილაურის თექის მოსასხამში - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2021
თამარ ივერი მარიამ ფილაურის თექის მოსასხამში
- თქვენი ნამუშევრები განსაკუთრებული სიფაქიზითა და ჰაეროვნებით გამოირჩევა...
- საერთოდ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ჩემი ნამუშევრების ხარისხს. ჩემთვის ვერ ჩაითვლება მიღწევად, თუ ლამაზი ნაკეთობა უხარისხოა. ამიტომ ბევრი ვიმუშავე იმისთვის, რომ სილამაზის შესაბამისი ხარისხიც მიმეღო. ეს ხომ ჩვეულებრივი აქსესუარი არ არის, ისინი ქალბატონებს ძვირფასი სამკაულებივით ამშვენებს ხოლმე.
- თქვენს ნაწარმში თექა აბრეშუმთან ერთადაა წარმოდგენილი, ეს მასალა ამგვარი მიქსის საშუალებას ადვილად იძლევა?
- ჩემმა სურვილმა და ჩანაფიქრმა, რომ მიმეღო რაღაც განსხვავებული, იმ აზრამდე მიმიყვანა, რომ მასალა, რასაც თექის გარდა გამოვიყენებდი, ასევე მაქსიმალურად დახვეწილი უნდა ყოფილიყო. საერთოდ თექა განვითარების საშუალებას იძლევა. ასე რომ, სურვილის შემთხვევაში, თექით მუშაობა ნებისმიერ სხვა ქსოვილზე შემიძლია.
© photo: courtesy of Mariam Pilauriმარიამ ფილაურის ნამუშევარი
მარიამ ფილაურის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2021
მარიამ ფილაურის ნამუშევარი
- არადა, პროფესიით არქიტექტურული დეტალების მძერწავი ხართ...
- დიახ, პროფესიით არქიტექტურული დეტალების მძერწავი ვარ. ეს განხრა შენობების ფასადურ მოპირკეთებას გულისხმობს. სხვათა შორის, საკმაოდ საინტერესოა, თუმცა, სამწუხაროდ, პროფესიით არასოდეს მიმუშავია.
- საშუალოდ რამდენი დროა საჭირო თექისგან ნამუშევრის დასამზადებლად?
- ეს შემოქმედებითი პროცესია, ამიტომ როცა დაიწყებ, ასე ადვილად ვერ მოწყდები. ყოველთვის გინდა, რომ შედეგი მალე იხილო. ჩემ შემთხვევაში დროს არასოდეს ჰქონია გადამწყვეტი მნიშვნელობა. თუმცა, რადგან მეკითხებით, გიპასუხებთ, რომ თექაზე მუშაობის დროს საშუალოდ ორი დღეა საჭირო, რათა ნამუშევარმა დასრულებული სახე მიიღოს.
© photo: courtesy of Mariam Pilauriმარიამ ფილაურის ნამუშევარი
მარიამ ფილაურის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2021
მარიამ ფილაურის ნამუშევარი
- თქვენი შარფები ცნობილი ქალბატონების გარდერობშია...
- დიახ, მაქვს ამის პატივი და ბედნიერება. ჩემთვის უსაყვარლეს და საამაყო ორ ქალბატონს – მაია ბარათაშვილსა და თამარ ივერს ჩემი შექმნილი თექის შარფები აქვთ. ამას წინათ ქალბატონმა თამარმა სოციალური ქსელის ჩემს გვერდზე ჩემი ნამუშევრით გადაღებულ თავის ფოტოსთან ერთად დამიწერა: „ულამაზესი ქართული „თექა თის“ ივენთზე. დიდი მადლობა ოქროსხელება მარიამ ფილაურს ულამაზესი ქმნილებებისთვის და მისი საჩუქრისთვის“. ამ ყურადღებისთვის მისი მადლიერი ვარ. არიან საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი, საამაყო ქალბატონები, რომლებსაც ასევე ძალიან მოსწონთ ჩემი ნამუშევრები. ეს ფაქტი ჩემთვის დიდი სტიმულია.
© photo: courtesy of Mariam Pilauriმარიამ ფილაურის ნამუშევარი
მარიამ ფილაურის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2021
მარიამ ფილაურის ნამუშევარი
- აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ამ ნამუშევრებზე საკმაოდ რეალური ფასებია მითითებული...
- დიახ, ფასები ხელმისაწვდომია. მე კარგად ვიაზრებ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დღევანდელ სოციალურ მდგომარეობას. ძალიან მინდა, რომ ჩვენს ლამაზ ქალბატონებს შეეძლოთ თავისი თუნდაც პატარა სურვილის დაკმაყოფილება, ამიტომ ჩემს შარფებს, ვცდილობ, ხელმისაწვდომი ფასი დავადო.
- დღეს გავრცელებულია თექით ხატვა, თქვენ თუ გაქვთ ამ სტილის ნამუშევრები?
- დიახ, მეც ვხატავ და ვქმნი „პანოებს", ანუ ნახატებს თექისგან. მასზე მუშაობა ძალიან საინტერესო პროცესია, შედეგიც შესაბამისად ლამაზი გამოდის.
© photo: courtesy of Mariam Pilauriმარიამ ფილაურის ნამუშევარი
მარიამ ფილაურის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2021
მარიამ ფილაურის ნამუშევარი
- როგორ ფიქრობთ, ახდა თქვენი ოცნება?
- ბავშვობაში ვოცნებობდი დიზაინერი გავმხდარიყავი. ვფიქრობ, ეს ოცნება ნაწილობრივ ავისრულე და მადლობა უფალს ამისთვის. ვცდილობ შევქმნა ისეთი ნამუშევრები, რაც კარგ განწყობას შეუქმნის ადამიანებს და მათ პანდემიურ ნაცრისფერ ყოფას ცოტათი მაინც გაალამაზებს...
ყველა ახალი ამბავი
0