მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პანჯშირის წინააღმდეგობის მოძრაობა პარტიზანულ ომზე გადადის

© photo: Sputnik / Filipp Prokudin / გადასვლა მედიაბანკშიაჰმად შაჰ-მასუდის გამოსახულება კედელზე
აჰმად შაჰ-მასუდის გამოსახულება კედელზე - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2021
გამოწერა
ნაზარი: პანჯშირის წინააღმდეგობა ავღანეთში პარტიზანულ ომს იწყებს.
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. პანჯშირში შეკრებილი წინააღმდეგობის მოძრაობა ტაქტიკას ცვლის, განაცხადა მათმა წარმომადგენელმა ალი ნაზარიმ.
„ამ წუთებში თალიბები ავრცელებენ ბევრ პროპაგანდას იმაზე, რომ ხეობა აიღეს, რაც სიცრუეა... პანჯშირში შესვლა გამარჯვებას არ ნიშნავს. 48 საათის წინ ჩვენ ჩვეულებრივად ვიბრძოდით. ახლა პარტიზანულ ბრძოლაზე გადავდივართ“, – აღნიშნა მან Financial Times-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
ალი ნაზარის თქმით, ამჟამად მოჯაჰედები უკან იხევენ, მთებში, საიდანაც წინააღმდეგობას განაგრძობენ.
აჰმად მასუდი - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2021
მსოფლიო დღეს
„აჯანყდით ყველა“: აჰმად მასუდი-უმცროსმა YouTube-ზე მიმართვა გაავრცელა
აჯანყებულთა ლიდერმა აჰმად მასუდმა ავღანელებს მოუწოდა, აქტიურად დაუპირისპირდნენ მოძრაობას, რომელმაც ძალაუფლება მიიტაცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ავღანეთი „ჩამორჩენილ, ბნელ და ყოველგვარი კულტურისგან დაცლილ ქვეყნად“ გადაიქცევა.
აგვისტოში თალიბებმა ამერიკული კონტინგენტის გაყვანის ფონზე ყველა დიდი ქალაქი დაიკავეს და ოცწლიანი ომის დასასრული გამოაცხადეს.
ერთადერთი პროვინცია, რომელსაც ისინი ვერ აკონტროლებენ, ქაბულის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე პანჯშირია – ერთ-ერთი ყველაზე პატარა რეგიონი როგორც ფართობით, ისე მოსახლეობით. აქ საველე მეთაურის მასუდი-უმცროსის ხელმძღვანელობით წინააღმდეგობის ძალები იკრიბებიან.
ჯავშანტექნიკა პანჯშირში - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2021
მსოფლიო დღეს
ბრძოლა გრძელდება: ავღანეთის წინააღმდეგობის ფრონტი „თალიბანის“ განცხადებას პასუხობს
თალიბები და ამბოხებულები პერიოდულად აცხადებენ თავიანთი საველე მიღწევების შესახებ. მაგალითად, დღეს, დილით ახალმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ კონტროლი დაამყარა პანჯშირზე, მაგრამ მოგვიანებით ხეობაში ეს ინფორმაცია უარყვეს.
ყველა ახალი ამბავი
0