https://sputnik-georgia.com/20210906/nrfa-talibans-panjsiri-ar-auria-259340818.html
ბრძოლა გრძელდება: ავღანეთის წინააღმდეგობის ფრონტი „თალიბანის“ განცხადებას პასუხობს
ბრძოლა გრძელდება: ავღანეთის წინააღმდეგობის ფრონტი „თალიბანის“ განცხადებას პასუხობს
Sputnik საქართველო
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. ავღანეთის წინააღმდეგობის ფრონტი (NRFA) უარყოფს „თალიბანის“ მიერ პანჯშირის აღების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს... 06.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-06T10:46+0400
2021-09-06T10:46+0400
2023-07-20T15:52+0400
მსოფლიო დღეს
ავღანეთი
ცნობები პანჯშირიდან
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/06/259340779_26:175:995:720_1920x0_80_0_0_5dcb16b7bb5982934b0cf925aebc57f0.jpg
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. ავღანეთის წინააღმდეგობის ფრონტი (NRFA) უარყოფს „თალიბანის“ მიერ პანჯშირის აღების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ ყველა სტრატეგიული პოზიცია კვლავ მათ ხელშია.ამის შესახებ ნათქვამია NRFA-ს ტვიტერ-აკაუნტზე.მანამდე „თალიბანის“ წარმომადგენელმა ზაბიულა მუჯაჰიდმა ასევე „ტვიტერით“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავღანეთის პროვინცია პანჯშირი სრულად გადავიდა თალიბების კონტროლქვეშ.ამასთან „თალიბანმა“ გამოაქვეყნა პანჯშირის გუბერნატორის რეზიდენციის წინ გადაღებული ვიდეო, რომელზეც ჩანს, თუ როგორ აღმართავენ ისინი საკუთარ დროშას მის თავზე. თუმცა, როგორც „Sputnik–ავღანეთი“ წერს, არსად არ იძებნება აჰმად შაჰ მასუდის მავზოლეუმის ფონზე გადაღებული ფოტო- თუ ვიდეოკადრები, რაც, პოლიტიკური თვალსაზრისით, შეიძლება ჩაითვალოს კიდეც წინააღმდეგობის ფრონტის დამარცხების მტკიცებულებად. „პანჯშირის ლომად“ წოდებული მასუდი-უფროსის მავზოლეუმი ასევე პანჯშირის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ ბაზარაქში მდებარეობს. მანამდე Afghanistan International-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ თალიბების მხარეს ბრძოლებში პაკისტანის სპეცდანაყოფები ჩაერთნენ (სავარაუდოდ ისინი, რომლებიც ადრე სალანგის უღელტეხილზე იყვნენ განლაგებული), რომლებსაც დეტალური რუკები ჰქონდათ და შესანიშნავად ერკვეოდნენ ადგილმდებარეობაში. სწორედ ისინი აკორექტირებდნენ ავიაშეტევებს წინააღდეგობის ფრონტის პოზიციებზე.
https://sputnik-georgia.com/20210906/talibani-acxadebs-rom-panjsiri-airo-259338476.html
ავღანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/06/259340779_131:209:812:720_1920x0_80_0_0_29e9701f75ad0b14f29ea84f0d344567.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ავღანეთი, ცნობები პანჯშირიდან, მსოფლიოს ახალი ამბები
ავღანეთი, ცნობები პანჯშირიდან, მსოფლიოს ახალი ამბები
ბრძოლა გრძელდება: ავღანეთის წინააღმდეგობის ფრონტი „თალიბანის“ განცხადებას პასუხობს
10:46 06.09.2021 (განახლებულია: 15:52 20.07.2023) თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. ავღანეთის წინააღმდეგობის ფრონტი (NRFA) უარყოფს „თალიბანის“ მიერ პანჯშირის აღების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ ყველა სტრატეგიული პოზიცია კვლავ მათ ხელშია.
ამის შესახებ ნათქვამია NRFA-ს ტვიტერ-აკაუნტზე.
„თალიბანის“ განცხადება პანჯშირის ოკუპაციის შესახებ სიცრუეა. ფრონტის ძალები მთელი ხეობის გაყოლებაზე დგანან ყველა სტრატეგიულ პოზიციაზე, რათა ბრძოლა განაგრძონ. ვარწმუნებთ ავღანეთის ხალხს, რომ თალიბებისა და მათი პარტნიორების წინააღმდეგ ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ სამართლიანობა და თავისუფლება არ იზეიმებს“, — ნათქვამია NRFA-ს განცხადებაში.
მანამდე „თალიბანის“ წარმომადგენელმა ზაბიულა მუჯაჰიდმა ასევე „ტვიტერით“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავღანეთის პროვინცია პანჯშირი სრულად გადავიდა თალიბების კონტროლქვეშ.
ამასთან „თალიბანმა“ გამოაქვეყნა პანჯშირის გუბერნატორის რეზიდენციის წინ გადაღებული ვიდეო, რომელზეც ჩანს, თუ როგორ აღმართავენ ისინი საკუთარ დროშას მის თავზე.
თუმცა, როგორც „Sputnik–ავღანეთი“ წერს, არსად არ იძებნება აჰმად შაჰ მასუდის მავზოლეუმის ფონზე გადაღებული ფოტო- თუ ვიდეოკადრები, რაც, პოლიტიკური თვალსაზრისით, შეიძლება ჩაითვალოს კიდეც წინააღმდეგობის ფრონტის დამარცხების მტკიცებულებად. „პანჯშირის ლომად“ წოდებული მასუდი-უფროსის მავზოლეუმი ასევე პანჯშირის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ ბაზარაქში მდებარეობს.
მანამდე Afghanistan International-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ თალიბების მხარეს ბრძოლებში პაკისტანის სპეცდანაყოფები ჩაერთნენ (სავარაუდოდ ისინი, რომლებიც ადრე სალანგის უღელტეხილზე იყვნენ განლაგებული), რომლებსაც დეტალური რუკები ჰქონდათ და შესანიშნავად ერკვეოდნენ ადგილმდებარეობაში. სწორედ ისინი აკორექტირებდნენ ავიაშეტევებს წინააღდეგობის ფრონტის პოზიციებზე.